მთავარი მთავარი ყაზანის „რუბინი“ ევროტურნირებიდან მოკვეთეს

ყაზანის „რუბინი“ ევროტურნირებიდან მოკვეთეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
618 ნახვა

რუსული საფეხბურთო კლუბი ყაზანის „რუბინი“ მომავალი ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

რუსულმა კლუბმა ფინანსური ფეირ-პლეის წესი დაარღვია. რაც იმას გულისხმობს, რომ კლუბმა ტრანსფერებში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა.

“რუბინმა” ფინანსური ფეირ-პლეის წესი მეორედ დაარღვია.

უეფამ პირველად დარღვევა 2014 წელს აღმოაჩინა. იმ დროს ყაზანური კლუბი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 6 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

მეორე ჯერზე „რუბინის“ სასჯელი უფრო მკაცრი გამოდგა. მათ ევროსარბიელზე გასვლა 2 წლით აეკრძალათ.

ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელობას
საარბიტრაჟო სასამართლოში, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში „რუბინი“ 17 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი