მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: “ბარსელონამ” “ინტერი” დრამატულ ორთაბრძოლაში ლუის სუარესის დუბლით დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგა: “ბარსელონამ” “ინტერი” დრამატულ ორთაბრძოლაში ლუის სუარესის დუბლით დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური მატჩი კატალონიის ულამაზეს სტადიონ “ნოუ კამპზე” შედგა.

F ჯგუფში ერთმანეთს “ბარსელონა” და მილანის “ინტერი” დაუპირისპირდნენ.

კატალონიაში  დაძაბული ორთაბრძოლა გაჩაღდა.   მასპინძლებმა ლუის სუარესის დუბლით “ინტერნაციონალე” 2:1 დაამარცხეს.

იტალიურმა კლუბმა სწრაფი გოლი გაიტანა.    მე-3 წუთზე სტუმრები წინ არგენტინელმა ლაუტანო მარტინესმა გაიყვანა.

მატჩი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. გუნდებმა პირველ ნახევარში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.

ტაიმი “ინტერმა” 1:0 მოიგო.

58-ე წუთზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. არტურო ვიდალის პასის შემდეგ სუარესმა ნახევრადმ აკრატელა დარტყმით ჰანდანოვიჩის კარი აიღო.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლიონელ მესიმ თავისი მაღალი საფეხბურთო კლასი გვიჩვენა. მისი ოსტატური ფინტების შემდეგ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პასი ლუის სუარესს გაუკეთა. ურუგვაელი ფირვარდი საჯარიმოზსი შევიდა და ბურთი “ინტერის” კარში შეაგორა.

E ჯგუფი
“ლივერპული” (ინგლისი) 4:3 “ზალცბურგი” (ავსტრია)
9′ მანე (1-0), 25′ რობერტსონი (2-0), 36′ სალაჰი (3-0), 39′ ჰი-ჩანგ ჰვანგი (3-1), 56′ მინამინო (3-2), 61′ ჰალანდი (3-3), 69′ სალაჰი (4-3)

“გენტი” (ბელგია) 0:0 “ნაპოლი” (იტალია)

  1. “ნაპოლი”  2  1  1 0  2:0  4
  2. “ზალცბურგი” 2 1 0 1 9:6 3
  3. “ლივერპული” 2 1 0 1 4:5 3
  4. “გენკი” 2 0 1 1  2:6 1

F ჯგუფი
“ბარსელონა” (ესპანეთი) 2:1 “ინტერი” (იტალია
3′ ლაუტანო მარტინესი (0-1), 58′ 85′ სუარესი (1-1, 2-1),

“სლავია” (ჩეხეთი) 0:2 “დორტმუნდი” (გერმანია)

  1. დორტმუნდი” 2  1 1 0 2:0 4 
  2. “ბარსელონა” 2  1 1 0 2:1 4 
  3. “ინტერი”2  0 1 1 2:3 1
  4. “სლავია”  2 0 1 1 1:3 1

G ჯგუფი
“ზენიტი” (რუსეთი) 3:1 “ბენფიკა” (პორტუგალია)
22′ ძიუბა (1-0), 70′ დიასი ა. გ. (2-0), 78′ აზმოუნი (3-0),  85′ ტომასი (3-1)

“ლაიპციგი” (გერმანია) 0:2 “ლიონი” (საფრანგეთი)
11′ დეპაი (0-1), 65′ ტერიე (0-2)

  1. “ზენიტი” 2  1 1 0 4:2 4 
  2. “ლიონი” 2  1 1 0 3:1 4 
  3. “ლაიფციგი” 2 1 0 1 2:3 3
  4. “ბენფიკა” 2 0 0 2 2:5 0

H ჯგუფი
“ვალენსია” (ესპანეთი) 0:3  “აიაქსი (ჰოლანდია)
8′ ზიეჩი (0-1), 34′ პრომესი (0-2), 67′ ვან დერ ბეეკი (0-3)
გაფუჭებული პენალტი: 25′ პარეხო ( “ვალენსია”)

“ლილი” (საფრანგეთი) : “ჩელსი” (ინგლისი)
22′ აბრაჰამი (0-1), 33′ ოსიმჰენი (1-1), 78′ ვილიანი (1-2)

  1. “აიაქსი”  2  2  0  0  6:0  6
  2. “ჩელსი”  2  1  0  1 2:2  3
  3. “ვალენსია” 2  1  0  1  1:3  3
  4. “ლილი”  2  0  0 2  1:5  0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი