მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები დიდი იმედგაცრუება – მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები ფიჯისთან განადგურდა

დიდი იმედგაცრუება – მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები ფიჯისთან განადგურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
76 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და პრინციპულ მატჩში ფიჯის ნაკრებთან 10-45 განადგურდა.

ქართველები კუნძულელებთან ყველა სარაგბო კომპონენტში დაიჩაგრნენ და მატჩში მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს. თავად კი 7 ლელო მიიღეს.

“ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს.
მეორე ნახევარში კი სრულად მოიშალნენ და უამრავი შეცდომა დაუშვეს.

მატჩში ანგარიშის გახნა სოსო მათიაშვილს შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

მე-19 წუთზე ჩვენს ნახევარზე 22-მეტრიან ხაზთან მარტივი შეცდომა დავუშვით და შედეგად ფიჯელებმა პირველი ლელო დაგვიდეს.
ქართველების ჩათვლის მოედანში ბურთიანად ვაისეი ნაიკალევუმ შეირბინა. გარდასახვა ბენ ვოლავოლამ ზუსტად დაარტყა 0-7.

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და რამდენიმე შეტევიდ შემდეგ ანგარიში შეამცირა.
ჯარიმა სოსო მათიაშვილმა გაიტანა 3-7.

მეორე ტაიმი ქართველებმა ცუდათ დაიწყეს და მალევე ლელოც მიიღეს.
44-ე წუთზე გუნდის ჰავბეკმა ფრანკ ლომანიმ იხეირა. ვოლავოლას გარდასახვამ მიზანს ვერ უწია 3-12.

49-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” მე-3 ლელო მიიღეს.
ლამაზად ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შედეგად ჯოშუა ტაისოვამ ბურთი ქართველთა ჩათვლის მოედანში დაამიწა 3-17.

52-ე წუთზე ლეგენდარულმა მამუკა გორგოძემ ქართველების იერიში ლელოთი დააგვირგვინა. გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა 10:17.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ რაგბის მხოლოდ ერთი გუნდი ფიჯი თამაშობდა. საქართველოს ნაკრები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

ფიჯელებმა ჩვენი სუსტი თამაშით ისარგებლეს და ლამაზი რაგბი გააჩაღეს.

დარჩენილ დროში კუნძულელებმა კიდევ 4 ლელო დადეს.
მატჩში დუბლი გარემარბმა სემი რადრადრა შეასრულა.
თითოჯერ კი ქართველები სემი კუნატანი და აპი რატუნიარავამ დაალელოვეს.

ბოლო ოთხი გარდასახვისას ფიჯელთა მგეზავმა ბენ ვოლავოლამ ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა.

საბოლოოდ, საქართველო დიდი ანგარიში 10-45 დამარცხდა და მომავალ მსოფლიოს თასზე პირდაპირ გასვლის ოცნებას დაემშვიდობა.

ფიჯიმ კი ამ გამარჯვებით აქტივში 5 ქულა ჩაიწერა და ამჟამად 7 ქულით მე-2 ადგილამდე აღზევდა.

კუნძულელები ჯგუფიდან გასვლის შანს ინარჩუნებენ.

საქართველო 10:45 ფიჯი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა
23. მირიან მოდებაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 21. გელა აფრასიძე;
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე
ლელო: მამუკა გორგოძე
გარდასახვა: სოსო მათიაშვილი
ჯარიმა: სოსო მათიაშვილი

ფიჯი: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. ვაისეი ნაიკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრანკ ლომანი;
1. კამპესე ნა’აფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევისა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაქანიბუროტო, 7. სემი კუნატანი, 8. ფესელი იატო

მარქაფა
23. ჯოშ მატავესი, 22. ჯალე ვატუბუა, 21. ნიკოლა მატავალუ;
16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპი რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა
7 ლელო: ვაისეი ნაიკალევუ, ფრანკ ლომანი, ჯოშუა ტუისოვა, სემი რადრადრა (2), სემი კუნატანი, აპი რატუნიარავა
5 გარდასახვა: ბენ ვოლავოლა (5)

1. უელსი 2 2 0 0 62-39 9
2. ფიჯი 3 1 0 2 93-79 7
3.ავსტრალია 2 1 0 1 64-50 5
4. საქართველო 2 1 0 1 56-95 5
5. ურუგვაი 2 0 0 2 36:60 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი