მთავარი მთავარი ალექსი დავითაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა

ალექსი დავითაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
6629 ნახვა

მექსიკის ქალაქ კენკუნში ვეტერანებს შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.

მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა ყველა ბრძოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და ჩემპიონის ოქროს მედალი ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა.

ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში შეხვედრის დასრულებამდე 16 წამით ადრე იპონით ბრაზილიელი რიკარდო ალმეიდა დაამარცხა.

1/2 ფინალში დავითაშვილმა რუს ანდრეი ბოტიკოვს სძლია.
სლავმა ძიუდოისტმა 3 წუთსა და 5 წამში სამი შიდო მიიღო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ფინალურ დაპირისპირებაში ალექსი დავითაშვილმა პოლონელ მარეკ გლოდეკს იპონით მოუგო და მექსიკაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი