მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მერაბ შარიქაძე ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს უხდის

“ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მერაბ შარიქაძე ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს უხდის

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ფიჯისთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გამართულ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ განვლილი ორთაბრძოლა შეაფასეს.

“ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს უხდის.

მერაბ შარიქაძე: „მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით თუ რას ნიშნავდა ეს მატჩი თქვენთვის და დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება.   ფიჯელებმა საუცხოოდ ითამაშეს, ჩვენ კი ვერ შევძელით ისე თამაში, რომ შესაძლებლობები ქულებად გვექცია და რა თქმა უნდა, შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის თავდადებით ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არაა. თამაშის მოსაგებად ქულებია საჭირო“.

ნაკრების ახალ ზელანდიელი თავკაცი მისტონ ჰეიგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„როდესაც ფიჯის ბურთს და ოფლოუდების გაკეთების საშუალებას მისცემ, ასე ხდება, მერე მათი შეჩერება რთული ხდება. ღია თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან“. -აცხადებს ჰეიგი.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 10:45 წააგო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი