მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება ჭიდაობაში ვეტერანებს შორის

თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება ჭიდაობაში ვეტერანებს შორის

65 ნახვა

ოთხი დღის თავზე, 8 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ვეტერანებს შორის და მასში მონაწილეობას 41 ქვეყნის 700-ზე მეტი ფალავანი მიიღებს.

მედალოსნები გამოვლინდებიან 5 ასაკობრივ ჯგუფში (40, 45, 50, 55 და 60 წლამდე) და 6-6 წონით კატეგორიაში.

საქართველოდან საჩემპიონო კონკურენციაში 50-მდე სპორტსმენს ვიხილავთ. ბერძენ-რომაელთაგან ესენი არიან:

მამუკა ხემშიაშვილი (70კგ, 40 წლამდე), ალექსანდრე ტაბატაძე (78კგ, 40 წლამდე), ალუდა ხუნჭუა (88კგ, 40 წლამდე), ვასილ გოგალაძე (100კგ, 40 წლამდე), შმაგი გოქაძე (78კგ, 45 წლამდე), გელა გელაძე და ბადრი ანთაძე (88კგ, 45 წლამდე), ზურაბ წიქარიძე და ზაზა თოიძე (100კგ, 45 წლამდე), ალექსეი კირაკოსიანი (130კგ, 45 წლამდე), ტარიელ შავაძე და აკაკი ჩაჩუა (70კგ, 50 წლამდე), ამირან სვანიძე (88კგ, 50 წლამდე), დავით კუპრაშვილი (100კგ, 50 წლამდე), მალხაზ გოგოლაძე (62კგ, 55 წლამდე), გოჩა თარგამაძე და ზაზა მოსიაშვილი (70კგ, 55 წლამდე), მამუკა სამსონაშვილი (88კგ, 55 წლამდე), ვალერი მამარდაშვილი (100კგ, 55 წლამდე), პარმენ გოგბერაშვილი (88კგ, 60 წლამდე), უშანგი თევდორაძე (100კგ, 60 წლამდე).

თავისუფალი ჭიდაობა:

ზვიად გვილავა და თეიმურაზ ქასოშვილი (70კგ, 40 წლამდე), მიხეილ ზარქუა (78კგ, 40 წლამდე), ლევან ფილოიანი (88კგ, 40 წლამდე), გიორგი უბირია (100ლგ, 40 წლამდე), ალუდა სილაგაძე (62კგ, 45 წლამდე), ვახტანგ ნარიაშვილი (70კგ, 45 წლამდე), მალხაზ ჯორბენაძე (88კგ, 45 წლამდე), თედორე ულუმბეგაშვილი (100კგ, 45 წლამდე), გოჩა კირკიტაძე (62კგ, 50 წლამდე), მურად ჩხაიძე, დავით ფანცულაია და ვარაზ ვარაზაშვილი (70კგ, 50 წლამდე), ემზარ ქვარიანი, ჯამბულ სანაკოშვილი და ზაზა ბედენაშვილი (78კგ, 50 წლამდე), ელდარ კურტანიძე  და ზაზა მიქაძე (130კგ, 50 წლამდე), ვალერი კუპატაძე და ბონდო სარდანაშვილი (70კგ, 60 წლამდე), ჯემალ გიგაური (78კგ, 60 წლამდე), მალხაზ როზომაშვილი (88კგ, 60 წლამდე), ნიკოლოზ როსტომაშვილი (100კგ, 60 წლამდე), მამუკა კლაჯეიშვილი (130კგ, 60 წლამდე).

ტურნირის განრიგი კი ასეთია:

ასაკობრივი კატეგორიები: A დივიზიონი (40 წლამდე), B დივიზიონი (45 წლამდე), C დივიზიონი (50 წლამდე), D დივიზიონი (55 წლამდე) და E დივიზიონი (60 წლამდე).

8 ოქტომბერი
10:30 – 15:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – B და E დივიზიონები
17:30 – 18:00 გახსნის ცერემონიალი
18:00 – 21:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – B და E დივიზიონები

9 ოქტომბერი
10:30 – 15:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – C და D დივიზიონები
18:00 – 21:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – C და D დივიზიონები

10 ოქტომბერი
10:30 – 14:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – A დივიზიონი
18:00 – 20:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
ბერძნულ-რომაული – A დივიზიონი

11 ოქტომბერი
10:30 – 15:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
თავისუფალი – B და E დივიზიონები
18:00 – 21:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
თავისუფალი – B და E დივიზიონები

12 ოქტომბერი
10:30 – 15:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
თავისუფალი – C და D დივიზიონები
18:00 – 21:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
თავისუფალი – C და D დივიზიონები
13 ოქტომბერი

10:30 – 14:30 საკვალიფიკაციო და რეპეშაჟის შეხვედრები
თავისუფალი – A დივიზიონი
18:00 – 20:00 – ფინალური ბლოკის შეხვედრები
თავისუფალი – A დივიზიონი

ტურნირზე დასწრება თავისუფალია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი