მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე ავსტრალიამ ურუგვაისთან გაილაღა და ჯგუფის ლიდერი გახდა

მსოფლიოს თასზე ავსტრალიამ ურუგვაისთან გაილაღა და ჯგუფის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
79 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართა.

ქალაქ იოტაში გამართულ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ავსტრალია და აუტსაიდერი ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ავსტრალიელებმა მოლოდინისამებრ, შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს.  ეს ყველაფერი კი ისე გააკეთეს, რომ ბონუს-ქულაც მიითვალეს.

“ვოლაბებმა” ურუგვაის 45:10 სძლიეს.

ავსტრალია მე-6 წუთზე დაწინაურდა.   ხელდახელ ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დინ ჰეილეტ-პეტიმ შეიტანა.  გარდასახვა რთული სიტუაციიდან კრისტიან ლეალიფანომ გაიტანა 7-0.

ურუგვაელები არ შეშინდნენ და ავსტრალიის ნაკრებს შეუტიეს. მათ ჯარიმის მოპოვებისას კარში არ დაარტყეს და ბურთი კიდეზე გადაიტანეს. მოლი აგორების შემდეგ ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში შეცდნენ. მსაჯმა სამხრეთ ამერიკელებს უპირატესობა დაუბრუნა. მე-13 წუთზე ურუგვაელთა მგეზავმა ამჯერად კარში ფელიპე ბერხესმა დაარტყა, რაც ზუსტად გამოუვიდა 7-3.

მე-14 წუთზე ავსტრალიელები 10 წუთით გაცნაკლულნი დარჩნენ. მატჩის არბიტრმა მაღალი ბოჭვის გამო იძულებითი დასვენება ადამ კოულმანს გამოუწერა.

24-ე წუთზე ავსტრალიელთა გუნდის გარემარბმა ჯორდან პეტაიამ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ სადებიუტო თამაშში პირველი ლელო გაიტანა.  გარდასახვა მარტივი სიტუაციიდან კრისტიან ლეალიფანომ გამოიყენა 14:3.

28-ე წუთზე მსაჯმა სირბინში 10 წუთით ავსტრალიის კიდევ ერთი მორაგბე ლუხან სალაკაია-ლოტო გაუშვა.

31-ე წუთზე “ვოლაბებმა” მე-3 ლელო დადეს. ჯორდან პეტაიამ ლამაზი ცრუ მოძრაობების შემდეგ პასი ტევიტა კურიდრანის გაუკეთა. ამ უკანასკნელმა კი ურუგველთა ჩათვლის მოედანში შეირბინა და ბურთი დაამიწა. გარდასახვისას კრისტიან ლეალიფანომ ამჯერადაც ვერ იხეირა 19:3.

ტაიმის მიწურულს ურუგვაის ნაკრებმა სანატრელი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მოედნის მსაჯებმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ლელო გააუქმეს.

ტაიმი ავსტრალიის ნაკრებმა 19:3 მოიგო.

45-ე წუთზე ტევიტა კურიდრანიმ დუბლი შეასრულა.  ამ ლელოთი ავსტრალიამ ბონუს-ქულა მიითვალა. გარდასახვიდან კი კრისტიან ლეალიფანომ გუნდს კიდევ 2 ქულა შემატა 26:3.

52-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ვილ გენიამაც იხეირა.  მისი ლელო ამ მატჩში მე-5 აღმოჩნდა.   გარდასახვისას კრისტიან ლეალიფანო უშეცდომო იყო 33-3.

მე-60 წუთზე “ვოლაბების” ბურჯმა ჯეიმს სლიპერმა სანაკრებო კარიერაში პირველი ლელო დადო.  გარდასახვისას ბურთი ლეალიფანომ ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა 40-3.

67-ე წუთზე ამ შეხვედრაში მეორე დუბლი დაფიქსირდა.  დუბლის ავტორი დინ ჰეილეტ-პეტი გახდა.  გარდასახვა კრისტიან ლეალიფანომ გააფუჭა 45:3.

შეხვედრის ბოლოს ურუგვაელებმა შეუტიეს და პრესტიჟის ლელოს დადება სცადეს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ კი საცადელს მიაღწიეს.   ლელოს ავტორი მანუელ დიანა გახდა. გარდასახვა ფელიპე ბერხესმა გაიტანა.

საბოლოოდ, ავსტრალიის ნაკრებმა 45:10 მოიგო.   ავსტრალიელებმა ტურნირზე 11 ქულა დააგროვეს და 3 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

ავსტრალია 45:10  ურუგვაი

ავსტრალია:  15.  კერტლი ბილი, 14.  დინ ჰეილეტ-პეტი, 13.  ტევიტა კურიდრანი, 12.  მეტ ტოომუა, 11. ჯორდან პეტაია,  10. კრისტიან ლეალიფანო, 9.  ნიკ ვაიტი;
1. ჯეიმს სლიპერი, 2. ფოლაუ ფაინგა’ა, 3. ალან ალაალატოა, 4. რობ სიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. ჯეკ დემპსი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ლუხან სალაკაია-ლოტო

მარქაფა
23. ადამ ეშლი-კუპერი, 22. სამუ კერევი, 21. ვილ გენია;
16. ჯორდან უელესე, 17. სეკოპე კეპუ, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. რორ არნოლდი, 20. დევდ პოქოქი
7 ლელო: დინ ჰეილეტ-პეტი (2), ჯორდან პეტაია, ტევიტა კურიდრანი (2), . ჯეიმს სლიპერი,  ვილ გენია
5 გარდასახვა: კრისტიან ლეალიფანო (5)
სირბინი: ადამ კოულმანი,

ურუგვაი: 15. როდრიგო სილვა, 14. ფედერიკო ფავარო, 13. ტომას ინსიარტე, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. ნიკოლას ფრეიტასი, 10. ფელიპე ბერხესი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა;
1. ხუან ეჩევერია, 2. ხერმან კესლერი, 3. დიეგო ალბელო, 4. ფრანკო ლამანა, 5. მანუელ ლენდრეკარი, 6. მანუელ არდაო, 7. ხუან ორმაეჩეა, 8. მანუელ დიანა

მარქაფა
23. აგუსტინ დელა კორტე, 22. ფელიპე ეჩევერი, 21. სანტიაგო არატა;
16. გილერმო პუხადასი, 17. ხუაკინ ხუანსოლო, 18. ხუან პედრო რომბისი, 19. იგნასიო დოტი, 20. ხუან მანუელ გამინარა
ლელო:მანუელ დიანა
გარდასახვა: ფელიპე ბერხესი
ჯარიმა: ფელიპე ბერხესი

  1. ავსტრალია 3 2 0 1 109-60 11
  2. უელსი2 2 0 0 71:39 9
  3.  ფიჯი 3  1 0 2 93:79 7
  4. საქართველო 3 1 0 2 57:95 4
  5. ურუგვაი 3 0 0 3 47-105 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი