მთავარი მთავარი მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებმა ტონგას დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა

მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებმა ტონგას დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებმა ტონგა დრამატულ ორთაბრძოლაში 23:21  დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.

ქალაქ კუამოტოში გამართულ მატჩში ევროპელები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ.  ჯარიმა გუნდის მგეზავმა რომან ნტამაკმა გაიტანა 3:0.

“ლე ბლემ” მალე ლელოს დადებაც შეძლო. მე-5 წუთზე მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში ბურთი გარემარბმა ვირიმი ვაკატავამ შეიტანა. გარდასახვა რომან ნტამაკმა ზუსტად დაარტყა 10:0.

ანის შემდეგ ორმხრივი ბრძოლა გაჩაღდა.   ფრანგების უპირატესობის მიუხედავად ტონგელებიც კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ.

31-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა ალივერეტი რაკამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მე-2 ლელო დადო.  მან ფეხით თავისივე შედგებულ ბურთს მიუსწრო და ტონგელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. რომან ნტამაკმა გარდასახვა კარგად დაარტყა და ანგარიში 17:0 გახადა.

ტაიმის ბოლოს კუნძულელებმაც შეუტიეს და შედეგად გასახდელში გასვლამდე ერთი ლელო გაიტანეს.  ხანგრძლივი შეტევა ლელოთი ჰავვეკმა სონატანე ტაკულუამ დასრულა.   მანვე გარდასახვისას მიზანს უწია.

პირველი ნახევარი საფრანგეთმა 17:7 მოიგო.

47-ე წუთზე კუნძულელებმა ლელოს დადება შეძლეს და ფრანგების უპირატესობა ჯერ 5-ქულამდე, გარდასახვის ზუსტად დარტყმის შემდეგ კი 3 ქულამდე შეამცირეს.  ლელო მალიეტოა ჰინგანომ, ხოლო გარდასახვა კი სონატანე ტაკულუამ გაიტანა 17:14.

52-ე წუთზე ფრანგებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს.  რომან ნტამაკმა შანსი გამოიყენა და “ლე ბლე” წინ 6-ქულით გაიყვანა 20:14.

58-ე წუთზე კარში დასარტყამი ჯარიმა ფრანგებმა გამოიყენეს.  რომან ნტამაკმა გუნდს კიდევ 3 ქულა შესძინა და “მამლები” ერთი გარდასახული ლელოთი წინ გავიდნენ 23:14.

ამის შემდეგ დიდი ორთაბრძოლა გაჩაღდა.   ტერიტორიულ უპირატესობას ევროპელები ფლობდნენ.

67-ე წუთზე კი საფრანგეთის ნაკრებმა მე-3 ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ევროპული გუნდის შუამარბის დამიან პენოს დადებული ლელო არ ჩათვალა.

ბოლო წუთებმა ტონგელთა კარნახით ჩაიარა.  შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ზეინ კაპელიმ ლელოს დადება შეძლო.  გარდასახვა სათადარიგო მგეზავმა ლატიუმე ფოსიტამ გაიტანა.

დარჩენილ წუთებში კუნძულელებს მატჩის გადარჩენის საშუალება აღარ მიეცა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

საბოლოოდ, საფრანგეთმა დრამატულ ბრძოოლაში 23:21 მოიგო და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საფრანგეთი 23:21 ტონგა

საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარდი, 14. დამიან პენო, 13.  ვირიმი ვაკატავა, 12. სოფიან გაუტიონი,  11. ალივერეტი რაკა, 10. რომან ნტამაკი, 9. ბაპტისტე სერინი;
1. ჯეფერსონ პუარო, 2. კამილ შა, 3. რაბა სლიმანი, 4. პოლ გაბრილაგესი, 5. სებასტიან ვაჰამაჰინა, 6. უენქესლას ლაურე, 7. ჩარლზ ოლივონი, 8. გრეგორი ოლდრიტი

მარქაფა
23. პიერ-ლუის ბარასი, 22. კამილ ლოპესი, 21. ანტონ დუპონი;
16. გილემ გურადო, 17. კირილ ბაი, 18. ემერიკ სეტიანო, 19. ბერნანდ ლე რუ, 20. იაკუბ კამარა.
2 ლელო: ვირიმი ვაკატავა, ალივერეტი რაკა
2 გარდასახვა: რომან ნტამაკი (2)
3 ჯარიმა: რომან ნტამაკი (3)

ტონგა: 15. ტელუსა ვეაინუ, 14. კუპერ ვუნა, 13. მალიეტოა ჰინგანო, 12. სიალე პიუტაუ, 11. დევიდ ჰალაიფონუა, 10. ჯეიმს ფაივა, 9. სონატანე ტაკულუა;
1. სეგფრიდ ფისიჰოი, 2. პაულა ნგაუამო, 3. მა აფუ ფია, 4. სემ ლუისი, 5. ლევა ფიფიტა, 6. სიონე კალამაფონი, 7. ზეინ კაპელი, 8. მაამა ვაიპულუ

მარქაფა
23. ატიელი პაკალანი, 22. ლატიუმე ფოსიტა, 21. ლეონ ფუკოფუკა;
16. სეფო საკალია, 17. ვუნიპოლა ფიფიტა, 18. სიოსიუა ჰალანუკონუკა, 19. დანიელ ფალეაფა, 20. ნასი მანუ
3 ლელო: სონატანე ტაკულუა, მალიეტოა ჰინგანო, ზეინ კაპელი
3 გარდასახვა: სონატანე ტაკულუა (2), ლატიუმე ფოსიტა

  1. ინგლისი 3  3 0 0 119-20 15
  2. საფრანგეთი 3  3 0 0 79:51 14 
  3. არგენტინა 3 1 0 2 59:74  6
  4. ტონგა 3 0 0 3 36:86  1
  5. აშშ  3 0 0 3 16:78  0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი