მთავარი სხვა_MMA საშუალო წონას ახალი მეფე ჰყავს

საშუალო წონას ახალი მეფე ჰყავს

14 ნახვა

ავსტრალიურ მელბუნში დიდი ჯახი გაიმართა. UFC 243-ის ფარგლებში ადგილობრივთა ჯილა და საშუალო წონით კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი რობერტ უიტეკერი ამავე წონის დროებით ჩემპიონს, ნიგერიული ფესვების მქონე ახალ ზელანდიელ ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდა.

წინათქმა გასაოცარი იყო.

უიტეკერს 2014 წლის შემდეგ დამარცხების გემო არ გაეგო. ასევე 0 ეწერა ადესანიას წაგებების გრაფაშიც და თანაც იმუქრებოდა, მართალია ავსტრალიელი კარგი ბიჭია, მაგრამ ნაწილებად დავშლიო. ჩემთან ვერაფერს გახდებაო.

ასეც მოხდა. ნიგერიელ-ახალ ზელანდიელმა მეორე ხუთწუთეულის მიწურულს უიტეკერი კონტრშეტევაზე გამოიჭირა, მარჯვება ჰუკი იუველური სიზუსტით უთავაზა და ოქტაგონი უკვე წელზე საჩემპიონო ქამრით დაიტოვა.

საშუალო წონას ახალი მეფე ჰყავს!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი