მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირზე გაჩემპიონდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ტურნირზე გაჩემპიონდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

ჯოკოვიჩმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანი დაამარცხა.

ბალკანელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს იოლად 2-სეტში 6-3, 6-2 სძლია. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს გამარჯვების მოსაპოვებად სულ რაღაც 1 საათი და 10 წუთი დასჭირდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ტურნირზე საჩემპიონო გზიდან ავსტრალიელი ალექსეი ტოპუტინი, მასპინძელი იაპონელი გო სოედა, ფრანგი ლუკას პუიე და ბელგიელი დევიდ გოფინი ჩამოიტოვა.
ჯოკოვიჩმა ტურნირზე ჩემპიონის ტიტული სეტის წაუგებლად მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი