მთავარი მთავარი დომინიკ ტიმი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

დომინიკ ტიმი ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონი ავსტრიელი ჩოგბურთელი დომინიკ ტიმი გახდა.

ტიმმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა ბერძენ სტეფანო ციციპასთან მოიგო.   ფინალური ორთაბრძოლა 2 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.

ტიმმა ციციპასს 3-სეტში 3-6, 6-4, 6-1 სძლია.

ტომინიკ ტიმმა ჩინეთის ღია პირველობის ფინალამდე გზად 5 მოწინააღმდეგე ჩამოიცილა.  ავსტრიელმა საჩემპიონო მარათონში ფრანგ რიჩარდ გასკეს, ჩინელ ჟიჟენ ჟანგს,  ბრიტანელ ენდი მარის და რუს კარენ ხაჩანოვს მოუგო.

დომინიკ ტიმმა ჩინეთის კორტებზე ტრიუმფის შემდეგ 410 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ATP-ს რეიტინგში მე-4 ადგილზე გადავიდა.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი