მთავარი მსოფლიოესპანეთი გიორგი შერმადინმა მადრიდის  “რეალთან” ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინმა მადრიდის  “რეალთან” ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩის MVP გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრებში მონაწილეობა ქართველმა კალათბურთელებმა მიიღეს.

ბრწყინვალედ იასპარეზა მადრიდის “რეალთან” მატჩში გიორგი შერმადინმა.
ქართველმა ცენტრმა “სამეფო კლუბს” 20 ქულა ჩაუგდო.
შერმადინს ორმაგ დუბლამდე სულ 3 მოხსნა დააკლდა.
საბოლოოდ, გიორგიმ მადრიდელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა  20 ქულით, 7 მოხსნით 2 პასით დაასრულა.
გიორგი შერმადინის შედეგიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა. ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა.

გიორგის კარგი თამაშის მიუხედავად “ტენერიფე” “რეალთან” 71:76 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” დრამატულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის ყოფილ გუნდ მალაგის “უნიხასთან” 77-78 წააგო.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მისი ბედი ბოლო წამებზე გაირკვა.

პირველი ორი მეოთხედი “ბასკონიას” უპირატესობით წარიმართა.
დიდ შესვენებაზე ბასკები 13-ქულიანი სხვაობით 49-36 გავიდნენ.
ბოლო 2 პერიოდი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

თორნიკე შენგელია გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 23:54 წუთი დაჰყო.
ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ბექა ბურჯანაძის ,,გრან კანარიამ” სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. კანარის კუნძულელებმა სტუმრად “მანრესა” მინიმალური სხვაობით 75:74 დაამარცხეს.

,,გრან კანარიას” გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ბექა ბურჯანაძემ შეიტანა. ქართველმა 25 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიას”, გიორგი შერმადინის “ტენერიფესა” და ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” 3 ტურის შემდეგ ერთი მოგება და 2 მარცხი გააჩნიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი