მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველი მორაგბეების ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ქართველი მორაგბეების ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპოიონატ ტოპ 14-ში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მატჩებში მონაწილეობა ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს.  გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე გამოდის და ჩვენი გუნდის ღირსებას იაპონიაში ბევრი საფრანგეთის ჩემპიონატის მონაწილე მორაგბე იცავს, უი-ქენდის მატჩებში მხოლოდ ხუთმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა.

ლაშა ტაბიძის “ბორდო” სტუმრად “ლიონთან”  დრამატულ ორთაბრძოლაში 2-ქულის სხვაობით 23:25  დაამარცხდა.   ჟირონდელებმა 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო ბონუს-ქულა გამოიმუშავეს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდნენ.

ლაშა ტაბიძე მატჩში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

ქართული გუნდების ორთაბრძოლა შედგა “კლერმონისა” და “მონპელიეს” მატჩში.    დავით ზირაქაშვილი მასპინძელი “კლერმონის” რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა.  “მონპელიემ” კი უჩა ჭეიშვილი  ბოლო 9 წუთი ათამაშა.

ზირაქაშვილის გუნდმა 20:13 მოიგო და 16 ქულით მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა.  “მონპელიე” კი  12 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ვასილ კაკოვინის “რასინგმა” გასვლაზე “პაუ”  31:3  გაანადგურა.   ქართველმა ბურჯმა შეხვედრა ძირითად თხუთმეტეულში დაიწყო.  იგი პარიზული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა 54-ე წუთზე შეცვალა.

“რასინგმა” 11 ქულა მოაგროვა და  მე-10 საფეხურზე გადაინაცვლა.

გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” “ბაიონისტან”  მატჩში ბონუს-ქულას დასჯერდა.   ქართველი მორაგბის გუნდმა შინ,  27:29 წააგო.

თეთრაშვილი საქმეში ორტაბრძოლის დაწყებისთანავე ჩაერთო და მოედანზე 58 წუთი დაჰწო.

“აჟენი” 10 ქულით ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი