მთავარი მთავარი ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
379 ნახვა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთნილება გახდა.

საზეიმო დახურვის  ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა.   მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციულ აღლუმს წინ ცერემონიის ოფიციალური ნაწილი უძღოდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, ბუენოს აირესის მერმა და  თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ  სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართეს.

თომას ბახმა ოლიმპიადის ორგანიზატორების გარჯას მაღალი შეფასება მისცა და  აღნიშნა, რომ ეს იყო ინოვაციური თამაშები, რომელმაც გააერთიანა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათ  ემოციებით აღასვსე დაუვიწყარი დღეები აჩუქა.

მედროშეთა აღლუმი, ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს. ბოლოს კი ოლიმპიადის მასპინძელის არგენტინის დროშა გამოჩნდა.

საქართველოს დროშის გამოტანის პატივი ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების  ქართველ ჩემპიონს, სენაკელ მოჭიდავეს  გიორგი ჩხიკვაძეს ერგო.

ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე    1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მედალი დაისაკუთრეს და  საერთო გუნდურ ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილზე გავიდნენ.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 206 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო.

მომავალი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2022 წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა  თომას ბახმა დაკარის მერს სოჰამ ელ ვარდამის ოლიმპიური დროშა გადასცა.

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი