მთავარი მთავარი უელსის ნაკრებმა ფიჯისთან გამარჯვებით მსოფლიოს თასის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა

უელსის ნაკრებმა ფიჯისთან გამარჯვებით მსოფლიოს თასის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
53 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე კიდევ ერთი 1/4 ფინალისტი გაირკვა.

ქალაქ იოტაში გამართულ შეხვედრაში უელსის ნაკრებმა ფიჯის ბრძოლაში 29-17 დაამარცხა.

კუნძულელებმა ორთაბრძოლა ბრწყინვალედ დაიწყეს და 5 წუთის თავზე ორი ლელო მიითვალეს.

მე-3 წუთზე ანგარიში ჯოშუა ტოისოვამ გახსნა.
5 წუთის შემდეგ კი ფიჯის ფულბეკმა კინი მურიმურივალუმაც იხეირა 10-0.

“დრაკონები” გონს მალევე მოეგნენ და ტაიმი თავის სასარგებლოდ 14-10 დაასრულეს.

მე-17 წუთზე ჯოშ ადამსმა უელსის ნაკრებიდან პირველი ლელო დადო. დან ბიგარმა გარდასახვა გამოიყენა.

30-ე წუთზე ჯოშ ადამსმა დუბლი შეასრულა. გარდასახვისას დენ ბიგარმა მიზანს უწია 14-0.

მეორე ნახევარიც ფიჯის უპირატესობით დაიწყო. მათი მძლავრი შეტევების გამკლავება უელსელებმა ვერ შეძლეს და მსაჯმა 53-ე წუთზე კუნძულელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო ჩათვალა.
ფიჯის ნაკრები 17-14 დაწინაურდა.

57-ე წუთზე ევროპელთა სათადარიგო მგეზავმა რის რატჩელმა ჯარიმიდან წონასწორობა აღადგინა 17-17.

დარჩენილ დროში კლასმა თავისი გაიტანა და უელსის ნაკრებმა უკეთ ითამაშა.

მე-60 წუთზე მატჩის გმირმა უელსელთა გარემარბმა ჯოშ ადამსმა ჰეთთრიკი შეასრულა.

68-ე წუთზე კი ბონუს-ქულის მომტანი ლელო “დრაკონების” ფულბეკმა ლიამ უილიამსმა დადო.
რის რატჩელმა ორიდან ერთი გარდასახვს გამოიყენა.

საბოლოოდ, უელსის ნაკრებმა ფიჯის 29-17 სძლია და აქტივში 5 ქულა ჩაიწერა.
ბრიტანელები ამ გამარჯვებით ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

1. უელსი 3 3 0 0 +45 14
2. ავსტრალია 3 3 0 0 +49 11
3. ფიჯი 4 2 0 2 +2 7
4. საქართველო 3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი 3 1 0 2  -58 4

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი