მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ქუთაისის “ტორპედომ” დროებით არსებობა შეწყვიტა

ქუთაისის “ტორპედომ” დროებით არსებობა შეწყვიტა

ავტორი კახა მიხანაშვილი
46 ნახვა

ქუთაისის „ტორპედოს“  ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს აცხადებენ. -ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელები მოედანზე იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან თუ გუნდში ინვესტორი გამოჩდება. მანამდე კი ისინი თამაშს არ აპირებენ.

კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით  “ტორპედოს” კაპიტანი როინ კვასხვაძე აკეთებს.

მისი თქმით, კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

ქუთაისელთა მეკარე აცხადებს, რომ ფეხბურთელებს გუნდის გადარჩენა უნდოდათ და იმის მიუხედავად, რომ 3–4 თვეა  ხელფასი არ აუღიათ მოედანზე, მაინც გამოდიოდნენ. ახლა კი ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

როინ კვასხვაძე:  „3–4 თვეა  ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა  გადაგვერჩინა კლუბი,  მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა  შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის.   ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია,  ხუთი თვე რომ ხელფასი არ აგიღია ერთი თვე რას უშველის? ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს. ეს  არის ჩვენი მზიანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიციაც არის ის, რომ  თუ გამოჩნდება ინვესტორი, მაშინ დავბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტობრივად“, – აცხადებს ,,ქუთაისიპოსტთან” საუბარში გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი