მთავარი მთავარი შანხაის მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მოწინააღმდეგე გამოვლინდა

შანხაის მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მოწინააღმდეგე გამოვლინდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ჩინეთი ქალაქ შანხაიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ნიკოზ ბასილაშვილის მეტოქე გამოვლინდა.

1/8 ფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანს ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.

ტიმმა 1/16 ფინალში ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა.   ესპანელმა ფავორიტად მიჩნეულ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, სადაც ტაიბრეიკით ავსტრიელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა.

მეორე სეტში კი ტიმმა ვიზავის შანსი არ დაუტოვა.

საბოლოოდ, ბრძოლა, რომელიც 1 საათი და 48 წუთი გაგრძელდა დომინიკ ტიმის გამარჯვებით 7-6, 6-3 დასრულდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დომინიკ ტიმის 1/8 ფინალური ორთაბრძოლა 10 ოქტომბერს, შედგება.  შეხვედრა თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

შანხაის მასტერსზე ჩოგბურთელები 1/8 ფინალში ასე დაწყილდნენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : ჯონ ისნერი (აშშ)
ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) : ანდრეი რუბლევი (რუსეთი)
დევიდ გოფინი (ბელგია) : როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
ჰუბერტ იურკაში (პოლონეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
დანილ მედვედევი (რუსეთი) : ვაშეკ პოსპიშილი (კანადა)
ფაბიო ფონინი (იტალია) : კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)
რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) : მატეო ბერეტინი (იტალია)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი