მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის დაემშვიდობა – ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის დაემშვიდობა – ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა.

ჩინეთში მიმდინარე ტურნირს ბასილაშვილი 1/8 ფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

ქართველი ჩოგბურთელი ATP -ს რეიტინგის მე-5 ჩოგან ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა.

ტიმმა ბასილაშვილს იოლად 2-სეტში 6-3, 6-4 სძლია.
ავსტრიელ ჩოგბურთელს ქართველისთან გამარჯვების მოსაპოვებლად 1 საათი და 18 წუთი დასჭირდა.

დომინიკ ტიმი შანხაის მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა. იქ კი მისი მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

ტურნირზე წინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ლეგენდარული როჯერ ფედერერი მიიწევენ.

შვეიცარიელმა ფედერერმა 1/8 ფინალური ბარიერი ბელგიელ დევიდ გოფინთან გამარჯვების შემდეგ დასძლია.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ბენელუქსელი ვიზავი 2-სეტში 7-6, 6-4 დაამარცხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ამერიკელ ჯონ ისნერს 2-სეტში 7-5, 6-3 მოუგო.

1/4 ფინალში ჯოკოვიჩის მოწინაღმდეგე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება, ხოლო ფედერერის წინაშე გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და რუს ანდრეი რუბლევს შორის გამარჯვებული წარსდგება.

1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
დანილ მედვედევი (რუსეთი) : ფაბიო ფონინი (იტალია)
მატეო ბერეტინი (იტალია) : დომინიკ ტიმი (ავსტრია)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია) : ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) / ანდრეი რუბლევი (რუსეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი