მთავარი მთავარი არველაძეების ფონდმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში სტადიონი გახსნა

არველაძეების ფონდმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში სტადიონი გახსნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ცნობილი ქართველი ფეხბურთელების რევაზ, შოთა და არჩილა არველაძეების მიერ დაარსებული ფონდი კეთილი საქმეების გაკეთებას აგრძელებს.

არველაძეების ფონდის ინიციატივით წეროვანის დევნილთა დასახლებაში ახალი სტადიონი გაიხსნა.  სტადიონის რეაბილიტაცია ფონდმა თურქეთის საელჩოსთან ერთად განახორციელა.

განახლებულ სტადიონზე ბავშვები ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, კვირაში 3-ჯერ ივარჯიშებენ.

ფეხბურთელებს ბურთები, ეკიპირება და საფეხბურთო ინვენტარი უკვე გადაეცათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, არველაძეების ფონდი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

,,ერთი თვის წინ, ჩვენმა ფონდმა თურქეთის საელჩოსთან ერთად,    წეროვნის დევნილთა დას  ახლებაში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. ზუსტად ერთ თვეში, განახლებული სტადიონი გაიხსნა. რაც ყველაზე მთავარია, დასახლებაში ფონდის დაფინანსებით საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ბავშვები ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, კვირაში სამჯერ ივარჯიშებენ. ფეხბურთელებს უკვე გადაეცათ ბურთები, ეკიპირება და საფეხბურთო ინვენტარი. მადლობას ვუხდი თურქეთის საელჩოს და ქალბატონ ელჩს მხარდაჭერისთვის. მომავალ ფეხბურთელებს კი წარამტებას ვუსურვებ!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი