მთავარი საქართველოეროვნული ლიგა VIDEO: კახა ჩხეტიანი:  “ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები”

VIDEO: კახა ჩხეტიანი:  “ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები”

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გუნდში შექმნილ პრობლემების შესახებ კომენტარს აკეთებს.

იმერული გუნდის თავკაცი აცხადებს, რომ ტორპედოთი” დაინტერესებულები,  როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები არიან.

კახა ჩხეტიანის კომენტარი “ტორპედოს” გუნდის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე  გამოქვეყნდა.

კახა ჩხეტიანი:  ,,ქუთაისის ,,ტორპედოთი” დაინტერესებულები,  როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები არიან.
დღეს,  ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება.

თამაშებზე აუცილებლად გავალთ.   კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი