მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა.

ქართველებმა შვეიცარიაში ბოლომდე იბრძოლეს და მინიმუმ ქულის მოპოვებაც შეეძლოთ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გოლი გაუშვეს.

ნეიტრალურ ქვეყანაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა 57-ე წუთზე მოახერხეს.  გოლი “აუგსბურგის” ფეხბურთელმა რუბენ ვარგასმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მალევე აღადგინა.   მეტოქის კარი  ულამაზესი ჯარიმით გიორგი არაბიძემ დალაშქრა.

ორთაბრძოლის კულმინაცია 83-ე წუთზე დადგა.  შვეიცარიელებმა ქართველების შეცდომით ისარგებლეს და გამარჯვება მოიპოვეს.  3 ქულის მომტანი გოლის გატანა ნეოტრალური ქვეყნის ნაკრებიდან ჯორდან მვულა მოტომბამ მოახერხა.  “იანგ ბოისის” ფეხბურთელმა ბასტიენ ტომას პასით იხეირა.

ამ გამარჯვების შემდეგ შვეიცარიას 100%-იანი შედეგი აქვს.  მათ ორი ჩატარებული მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სვეიცარიელების მსგავსად  6 ქულა გააჩნია და  სატურნირო ცხრილში მე- 2 ადგილზე იმყოფება.

შვეიცარია U21 2:1 საქართველო U21
57′ ვარგასი (1-0), 61′ არაბიძე (1-1), 83′ მვულა მოტომბა (2-1)

შვეიცარია: რაჩიოპი, სიდლერი, ზესიგერი, ვან დერ ვერფი, ვუეგი, ოკაფორი (60’მვულა მოტომბა), ტომა, დომგიონი, ვარგასი, პუსიჩი (73′ ბაჟრამი), გულემენოტი (73′ სტოილკოვიჩი)
მთავარი მწვრთნელი: მაორო ლუსტრინელი

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (86′ კოხრეიძე), სილაგაძე (87′ ნებიერიძე), ქავთარაძე (75′ სპანდერაშვილი), არველაძე (86′ ბუღრიძე)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

  1. შვეიცარია 2  2 0  0 7:1 6
  2. საქართველო 3 2 0 1 8:2 6 
  3.  საფრანგეთი 1 1 0 0 5:0 3
  4. სლოვაკეთი 1 0 1 5:4 3
  5. ლიხტენშტეინი 4  1 0 3 3:13 3
  6. აზერბაიჯანი 4  1 0 3 2:10 3
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი