მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიას სძლია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
69 ნახვა

საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში გერმანიას 9:7 სძლია.

თბილისში , ოლიმპიკის” აუზში გამართულ ორთაბრძოლაში ქართველებმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს.   მათ  გერმანელებს 5:2 მოუგეს.

მე-3 მეოთხედის შემდეგ კი  საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ ქულას 6:5  იგებდა.  ბოლოს კი ჩვენმა წყალბურთელებმა იმძლავრეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დუბლები სანდრო ადეიშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, ანდრია ბითაძემ  და დამირ ცრეპულიამ შეასრულეს.  ერთხელ  კი მეტოქის კარი გიორგი მაგრაქველიძემ აიღო.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვების შემდეგ 3 ქულა მიითვალა და A ჯგუფში გერმანიას დაეწია.  ქართველები 13 ოქტომბერს, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიბევებენ.

  1. გერმანია 2  1 0 1 25:16 3
  2. საქართველო 1 1 0 0 9:7 3
  3. შვეიცარია 1 0 0 1  7:18 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი