მთავარი მთავარი რაგბის მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა და 1/4 ფინალში დაწყვილებული გუნდები

რაგბის მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა და 1/4 ფინალში დაწყვილებული გუნდები

ავტორი კახა მიხანაშვილი
121 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

1/4 ფინალში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია.

19 ოქტომბერს,  1/2 ფინალში გასასვლელად C ჯგუფის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები B ჯგუფის მეორეადგილოსან ავსტრალიას დაუპირისპირდება.  ამავე დღეს ტურნირის მთავარი ფავორიტი,  მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია ძალებს ირლანდიის წინააღმდეგ მოსინჯავს.

20 სექტემბერს, კი მსოფლიოს პირველობის მთავარი აღმოჩენა იაპონიის ნაკრები ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას სამხრეთ აფრიკასთან შეეცდება.

უელსის ნაკრები კი საფრანგეთს ფავორიტის სტატუსით დაუპირისპირდება.

19 ოქტომბერი
11:15 ინგლისი : ავსტრალია
14:15 ახალი ზელანდია : ირლანდია

20 ოქტომბერი’
11:15 უელსი : საფრანგეთი
14:15 იაპონია : სამხრეთ აფრიკა

ახლა კი გაგაცნობთ, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

მსოფლიოს თასზე ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში 5-5  გატანილი ლელოთი უელსის ნაკრების შუამარბი ჯოშ ადამსი და იაპონიის ნაკრების გარემარბი კოტარო მაცუშიმა ლიდერობენ.  4-4 ლელო იაპონელმა კენკი ფუკუოკამ და არგენტინელმა ხულიან მონტოიამ დადეს.  ირლანდიელი ანდრეუ ქონვეის ანგარიშზე კი  3 ლელო ირიცხება.

ტურნირზე ყველაზე მეტი 48 ქულა იაპონიის ნაკრების მგეზავ იუ ტამურას აქვს მოგროვებული.  ამ მონაცემებში მე-2 ადგილს არგენტინელი ფელიპე ბერჩესი იკავებს.  სამხრეთ ამერიკელს 30 ქულა გააჩნია.  სამხრეთ აფრიკელთა მგეზავმა ელტონ იანტისმა ჯგუფურ ეტაპზე თავი 28 ქულას მოუყარა.

ჯარიმებში იაპონელი იუ ტამურა ლიდერობს. ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ზუსტად 10 ჯარიმა გაიტანა.  გარდასახვებში კი პირველ ადგილს სამხრეთ აფრიკელი ელტონ იანტისი იკავებს.  მან ლელოს შემდეგ 14-ჯერ იხეირა.

მიმდინარე მსოფლიოს თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით ახალმა ზელანდიამ მოიგო.  “ოლ ბლექსმა”  ნამიბია 71:9 დაამარცხა, ხოლო კანადას 63:0 სძლია.

ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებთან  ყველაზე მეტი 186 ქულა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოაგროვა. “სკრინბოკმა’ ასევე ყველაზე მეტი 27 ლელო დადო.

ყველაზე მეტი ქულა კი კანადის ნაკრებმა მიიღო.  “ნეკერჩხლის ფოთლებმა” ჯგუფური ეტაპი -141 ქულით დაასრულეს.

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა ლელო რუსეთის ნაკრებმა გაიტანა.  “დათვებმა” სასტარტო მატჩში დადებული ერთადერთი ლელო იკმარეს.

ბოლოს კი  არ შეიძლება არ გავაკრიტიკოთ მსოფლიოს რაგბის კავშირი და ტურნირის ორგანოზატორები, რომლებმაც მოსალოდნელი ტაიფუნის გამო სამი შეხვედრა გააუქმეს.  ახალი ზელანდია -იტალია,  ინგლისი -საფრანგეთი და ნამიბია – კანადის დაგეგმილი შეხვედრები მსოფლიოს პირველობაზე საერთოდ არ გაიმართა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი