მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიის ნაკრებმა ბელარუსში გაიმარჯვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

ჰოლანდიის ნაკრებმა ბელარუსში გაიმარჯვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა მორიგი შეხვედრა მოიგო.

ნიდერლანდთა სამეფოს წარმომადგენლებმა მინსკში “დინამოს” სტადიონზე ბელარუსის ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

მატჩი გმირი ჰოლანდიის ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორჯინიო ვიინალდუმი გახდა.  მან მეტოქის კარი 2-ჯერ დალაშქრა და დუბლი გაიფორმა.

ვიინალუმმა 32-ე წუთზე ქუინსი პრომესის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.  41-ე წუთზე კი ეფექტური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა 54-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს.  თავი სტანისლავ დრაგუმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ბელარუსებმა ვერაფერი გააწყვეს და მარცხი იქვნიეს.

ჰოლანდიამ ამ გამარჯვების შემდეგ 15 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

C ჯგუფი
ბელარუსი 1:2 ჰოლანდია
32′ 41′ ვიინალდუმი (0-1, 0-2), 54′ დრაგუნი (1-2)

  1. ჰოლანდია  6 5 0 1 19:7  15
  2. გერმანია  5 4  0 1 17:6  12
  3. ჩრდ. ირლანდია  6 4 0  2 8:7 12
  4. ბელარუსი 7 1 1 5 4:12 4
  5. ესტონეთი 6 0 1 5 2:18  1

E ჯგუფი
უნგრეთი 1:0 აზერბაიჯანი
10′ კორჰუტი

  1. ხორვატია 6 4 1 1 13:5 13
  2. უნგრეთი 7  4 0 3 8:9 12
  3. სლოვაკეთი 6 3 1 2 10:8 10
  4. უელსი 5 2 1 2  5:5 7
  5. აზერბაიჯანი 6 0 1 5 5:14 1

 

I  ჯგუფი
ყაზახეთი 0:2 ბელგია
21′ ბატშუაი (0-1), 53′ მუნიე (0-2)

კვიპროსი 0:5 რუსეთი
9′ ჩერიშევი (0-1), 23′ ოზდოევი (0-2), 79′ ძიუბა (0-3), 89′ გოლოვინი (0-4), 90+2′ ჩერიშევი (0-5)
გაძევება: 28′ ლაიფისი (კვიპროსი)

შოტლანდია 6:0 სან მარინო
12′ 27′ 45+1′ მაკგინი (1-0, 2-0, 3-0),65′ შანკლენდი (4-0), 67′ ფინდლეი (5-0), 87′ ამსტრონგი (6-0)

  1. ბელგია 8  8  0  0 30:1  24
  2.  რუსეთი 8  7 0 1 27:4  21
  3. კვიპროსი 8 3 1 4 13:12 10
  4. შოტლანდია 8  3 0 5 11:17 9
  5. ყაზახეთი 8  2 1 5 9:13  7
  6. სან მარინო  8 0 0  8 0:43 0

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი