მთავარი მთავარი საფრანგეთის სპორტის მინისტრი თურქი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

საფრანგეთის სპორტის მინისტრი თურქი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

ავტორი კახა მიხანაშვილი
77 ნახვა

საფრანგეთის სპირტის მინისტრი როქსანა მარასინიანიუ უეფა-ს მიერ თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მინისტრის განცხადებით თურქებმა უეფა-ს წესდება უხეშად დაარღვიეს, როდესაც საფრანგეთის კარში გატანილი გოლი ანკარის ჯარების მიერ, სირიელი ქურთების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდასაჭერი სამხედრო მისალმებით აღნიშნეს.

მარასინიანიუს განცხადებით აღნიშნული საქციელი სპირტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

როქსანა მარასინიანიუ: ,,
„მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და სამართალდამცველებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მატჩი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა, თურქმა ფეხბურთელებმა სამხედრო მისალმებით ყველაფერი გააფუჭეს. ასეთი მოქმედებები სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მე უეფასგან გამოიძიების დაწყებას ვითხოვ. ეს საქმე სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეების დასჯილი, რადგან ასეთი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს“, – დაწერა საკუთარ ტვიტერზე საფრანგეთის სპორტის მინისტრმა.

თურქმა ფეხბურთელებმა რამდენიმე დღის წინ ალბანეთთან გატანილი გოლიც ასე აღნიშნეს, რის გამოც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უეფამ გამოძიება დაიწყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი