მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის პარიზში გაიმართება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის პარიზში გაიმართება

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი პორტუგალიას და საქართველოს შორის, დიდი ალბათობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შედგება.   ამ ინფორმაციას პორტუგალიის რაგბის კავშირი ადასტურებს.

პორტუგალიამ მატჩის გასამართად ,,სტად ჟან-ბუის” სტადიონი აირჩია.  ამ არენაზე საშინაო მატჩებს ტოპ 14-ის კლუბი ,,სტად ფრანსე”  ატარებს.

აღნიშნული სპორტული ნაგებობა 20 000 მაყურებელს იტევს.   იგი 1975 წელს არის აშენებული. რეკონსტრუქცია კი 2013 წელს ჩაუტარდა.

პორტუგალიური მხარე იმედოვნებს, რომ “ბორჯღალოსანთა” მატჩში სტადიონი ნაწილობრივ, მაინც შეისვება.

პირინეელები  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 7 თებერვალს, დაუპირისპირდებიან.  ეს შეხვედრა  რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-2 ტურის მატჩი გახლავთ.

ტურნირი კი სტარტს 1 თებერვალს, აიღებს.   სასტარტო მატჩში ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ფავორიტი საქართველო და რუმინეთი შეხვდება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი