მთავარი მსოფლიოევროლიგა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის “რეალის” წინააღმდეგ თორნიკე შენგელიამ 9, მეტ ჯენინგმა კი 10 ქულა მოიპოვა

ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის “რეალის” წინააღმდეგ თორნიკე შენგელიამ 9, მეტ ჯენინგმა კი 10 ქულა მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
377 ნახვა

ევროლიგის მე-3 ტურში ესპანური დერბი გაიმართა.  “ბასკონია” მადრიდში ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “რეალს” დაუპირისპირდა.

“სამეფო კლუბმა”  მეტოქეს იოლად 18-ქულიანი სხვაობით  97-79 სძლია.

“ბასკონიას” რიგებში ჩემპიონების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიამ და მეტ ჯენინგმა ითამაშეს.

შენგელია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჯამში 23:04 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა  9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება  დააგროვა.

მეტ ჯენინგმა შეხვედრა ასევე ძირითად ხუთეულში დაიწყო.  მან 27:01 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოიპოვა.

“ბასკონიადან”  იტალიელი კალათბურთელები გამოირჩნენ.   მარსელინიო ჰუერტასმა 14 ქულა, პატრისიო გარინომ 12 ქულა, ხოლო  ლუკა ვილდოზამ 11 ქულა მოაგროვეს.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო 23 ქულით სერხიო ლული იყო.  14 ქულას თავი რუდი ფერნანდესმა მოუყარა.

“სამეფო კლუბს” 11-11 ქულა  სლოვენიის ნაკრები კალათბურთელმა  ენტონი რენდოლფმა და ფრანგმა ფაბიენ კასიემ შესძინეს.

“ბასკონიას” ევროლიგაზე განვლილი 3 ტურის შემდეგ 1 მოგება  და 2 წაგება გააჩნია.   სატურნირო ცხრილში კი 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

მადრიდის “რეალი” კი 3-დან 3 მოგებით ერთპიროვნული ლიდერია.

ევროლიგაზე მორიგ შეხვედრას თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი 25 ოქტომბერს, მიუნხენში “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართავს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი