მთავარი საქართველოლეგიონერები საფრანგეთის ტოპ 14: ბადრი ალხაზიშვილის “ლიონის” პირველი მარცხი დავით ზირაქაშვილის “კლერმონთან”

საფრანგეთის ტოპ 14: ბადრი ალხაზიშვილის “ლიონის” პირველი მარცხი დავით ზირაქაშვილის “კლერმონთან”

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ში მე-8 ტურის მატჩები ჩატარდა.

ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ბადრი ალხაზიშვილის “ლიონს” 24:15 სძლია.

ზირაქაშვილი “კლერმონის” სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ბოლო 10 წუთში შეცვალა.

“ლიონის” რიგებში კი ქართველი ბურჯი ბადრი ალხაზიშვილი მარქაფაში იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.

მარცხის მიუხედავად, საფრანგეთის ჩემპიონატს 30 ქულით “ლიონი” ლიდერობს. “კლერმონს” კი 20 ქულით მე-4 ადგილი უკავია.

გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის “ტულონმა”.   ლეგენდარული ქართველი მორაგბის გუნდმა შინ, “ბაიონს” დიდი ანგარიშით 20:9 მოუგო.

მამუკა გორგოძე ბრძოლაში მატჩის 47-ე წუთზე ჩაერთო.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტულონმა” 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციამდე აღზევდა.

წარმატებით დაასრულა თავისი შეხვედრა გიორგი თეთრაშვილის “აჟენმაც”.   მათ შინ, “სტად ფრანსე” 27:14 დაამარცხა.

თეთრაშვილმა შეხვედრა სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო.   იგი 30-ე წუთზე შეცვალეს, თიმცა 56-ე წუთზე ისევ მოედანზე დააბრუნეს.

“აჟენი” ტოპ 14-ში 16 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

“ბრივისა”  “ბორდოს” შეხვედრაში გამარჯვება “ბრივმა” იზეიმა.  მასპინძლის რანგში მყოფმა გუნდმა 30:9 მოიგო.

“ბრივში” ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.  სამაგიეროთ, “ბორდოს” რიგებში  61-ე წუთიდან ბრძოლაში ლექსო ყაულაშვილი ჩაერთო.

ყაულაშვილის გუნდი მარცხის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

“ლა როშელთან” 12:6  დამარცხდა  პარიზის კლუბი “რასინგი 92”. დედაქალაქელთა რიგებში ვასილ კაკოვინმა იასპარეზა.  ქართველი ბურჯი მოედანზე  57-ე წუთიდან შევიდა.
წელს “რასინგის” საქმეები ცუდათ მიდის. პარიზელებს 13 ქულა გააჩნიათ და ბოლოსწინა მე-13 ადგილზე არიან.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი