მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები გაირკვნენ.

ევროპირველობაზე ქართველები D ჯგუფში მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრებს ორთაბრძოლები საფრანგეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან მოუწევთ.

კონტინენტის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მიჯრით მეოთხედ იასპარეზებს.

უნგრეთის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 12 იანვარს, აიღებს და 26 იანვრამდე გაგრძელდება.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A
გერმანია
სლოვაკეთი
ხორვატია
მონტენეგრო

B
რუმინეთი
სერბეთი
ჰოლანდია
რუსეთი

C
მალტა
თურქეთი
ესპანეთი
უნგრეთი

D
იტალია
საფრანგეთი
საქართველო
საბერძნეთი

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი