მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლის” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

“მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლის” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
472 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგიის მე-9 ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “ეტიჰად სტედიუმზე” 54 094 მაყურებლის თვალწინ “ბარნლის” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი ანგარიშით 5-0 მოუგო.

“ქალაქელებმა” პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს.  მე-17 წუთზე ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელის დავიდ სილვას პასით ანგარიში არგენტინელმა სერხიო აგუერომ გახსნა 1-0.

მე-2 ნახევარში “სიტიმ” კიდევ 4 გოლი გაიტანა.

54-ე წუთზე დავიდ სილვამ მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა.  მისი პასით ამჯერად მისმა მოგვარემ პორტუგალიელმა ბერნანდო სილვამ იხეირა 2-0.

56-ე წუთზე შორეული დარტყმით ბრაზილიელმა ფერნანდინიომ “ბარნლის” კარში მე-3 გოლი შეაგდო 3-0.

83-ე წუთზე ალჟირელმა რიად მაჰრეზიმ ულამაზესი გოლი გაიტანა.  მან საჯარიმოს გარედან ბურთი ცხრიანში ჩასვა 4-0.

მატჩის მიწურულს გერმანელმა ლერიო სანემ ფრანგი ბერჟამინ მენდის გადაცემა გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.

“სიტი”   23 ქულით პრემიერლიგის სათავეში იმყოფება.   “ქალაქელები”  მე-2 პოზიციაზე მყოფ თანაქალაქელ “ჩელსის” 2 ქულით უსწრებენ.

“მანჩესტერ სიტი” 5:0 “ბარნლი”
17′ აგუერო (1-0), 54′ ბერნანდო სილვა (2-0), 56′ ფერნანდინიო (3-0), 83′ მაჰრეზი (4-0), 90′ სანე (5-0)

“ბორნმუთი” 0:0 “საუთჰემპტონი”

“კარდიფი” 4:2 “ფულჰემი”
11′ შურლე (0-1), 15′ მერფი (1-1), 20′ რიდი (2-1), 34′ სესენონი (2-2), 65′ პეტერსონი (3-2), 87′ ჰარისი (4-2)

“ნიუკასლი” 0:1 “ბრაიტონი”
29′ კაიალი

“ვესტ ჰემი” 0:1 “ტოტენჰემი”
44′ ლამელა

“ვულვერჰემპტონი” 0:2 “უოტფორდი”
20′ კაპოე (0-1), 21′ პერეირა (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი