მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთს სძლია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

თბილისში “მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა.

ქართველებმა მატჩი კარგად ჩაატარეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს.

ანგარიში 26-ე წუთზე “საბურთალოს” თავდამსხმელმა გიორგი გვიშიანმა გახსნა.   მეორე გოლი კი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა მე-80 წუთზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ჩიტაურის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვებიან.   ჯგუფურ ეტაპს  პორტუგალია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში პორტუგალიის გარდა უკრაინა და ალბანეთი იმყოფებიან.

შესარჩევი ტურნირის სტარტს 3 ნოემბერს, აიღებს და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი