მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს სძლია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ-რაუნდის პირველი მატჩი გამართა.

ქართველებმა ჯგუფის მასპინძელი პოლონეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.

ქალაქ ზელონა გორაში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან დუბლი თალესმა შეასრულა. მან 2-2-ის შემდეგ გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა.
ერთხელ კი მეტოქის კარი ფუმასამ აიღო.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი მე-2 ტურის შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პირინიელებმა პირველ ტურში ფინეთს 4-1 მოუგეს.

ჯგუფის ლიდერების მატჩი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

პოლონეთი 2:3 საქართველო
გოლები: 8:12′ თალესი (0:1 ) 11:56′ ლოპუჩი (1-1), 15:30′ ზასტავნიკი პენ. (2-1), 21:50 ფუმასა (2:2) 23:00′ თალესი პენ. (2-3)

პოლონეთი: ნავრატი, ზასტავნიკი, ლუტეცკი, პიეტრუჟკო, კრიცელი

სათადარიგო შემადგენლობა: კალუზა, კუბიკი, სპიშალსკი, ლისოვსკი, გლაძაკი, ლოპუჩი, სოლეცკი, ლესზაკი, მარეკი
მთავარი მწვრთნელი: ბლაზეი კორზინსკი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდილოეთ მაკედონია), ფარიკ კეცო (ბოსნია-ჰერცეგოვინა), სედრიკ ფელისიერი (საფრანგეთი)

მე- ტური
25 ოქტომბერი:

19:00 საქართველო – ესპანეთი
20:00 პოლონეთი – ფინეთი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი