მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა

ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
60 ნახვა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს პირველმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ქალბატონებმა თურქეთის ნაკრებს მინიმალური შანსიც არ დაუტოვეს და 3.5:0.5 სძლიეს.

ნანა ძაგნიძემ ეკატერინე ატალიკთან პარტია ყაიმით დაასრულა.   ლელა ჯავახიშვილმა,  მერი არაბიძემ და სალომე მელიამ კი ორთაბრძოლებში  წარმატებები მოიპოვეს.

საქართველოს პირველ ნაკრებს ორი მოგება აქვს და ლიდერთა შორის იმყოფება.

ხვალ, ჩვენი გოგონები რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს მე-2 ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ რუსეთის ნაკრებთან 1.5:2.5  წააგო.

ნინო ბაციაშვილი ალექსანდრა გარიაჩკინასთან დამარცხდა.   ნინო ხომერიკისა და ტატიანა ლარგოს დუელი ყაიმით დასრულდა.

სოფიკო ხუხაშვილმა კი შავი ფიგურებით ვალენტინა გუნინას სძლია. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი სოფიო გვეტაძე პარტია ალინა კაშილინსკაიასთან დასთმო.

საქართველოს ნაკრებს განვლილი 2 ტურის თავზე 1 მოგება და 1 წაგება გააჩნია.

ხვალ, ჩვენი გოგონების მოწინააღმდეგე ისრაელის გუნდი იქნება.

დღეს, ებრაელმა მანდილოსნებმა საქართველოს მე-3 ნაკრებს მოუგეს.

ქართველთაგან ერთადერთი გამარჯვება ნია დოღვანმა მოიპოვა.  გამოსვლა ყაიმით ეკატერინე ფიფიამ დასრულა, ხოლო ლილე ქორიძე და დიანა ლომაია დამარცხდნენ.

ჩვენს  მე-3 გუნდს 1 ფრე  და 1 წაგება აქვს.  ქართველები პირველი გამარჯვების მოპოვებას ხვალ, ხორვატიასთან შეეცდებიან.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი