მთავარი მსოფლიოიტალია “იუვენტუსმა” სერია ა-ში პირველი ქულები დაკარგა

“იუვენტუსმა” სერია ა-ში პირველი ქულები დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
769 ნახვა

სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩში სენსაცია დაფიქსირდა. ტურინში “ალიანს სტედიუმზე” “იუვენტუსმა” “ჯენოასთან” ქულები გაიყო.  მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

წლევანდელ სერია ა-ს გათამაშებაში “ბებერმა ქალბატონმა” პირველი ორი ქულა დაკარგა.

ან არა და ყველაფერი “იუვენტუსისთვის” კარგად დაიწყო.  მატჩის მე-18 წუთზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

67-ე წუთზე “ჯენოას”  ნახევარმცველმა ბრაზილიელმა დანიელ ბესამ წონასწორობა აღადგინა.  მან კოტ’დიუვარელი კრისტიან კოუამეს პასით ბურთი ვიოცეხ შჩესნის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა.

“იუვენტუსი” ქულების დაკარგვის მიუხედავად იტალიის სერია ა-ს სათავეში უდგას. “ბებერ ქალბატონს” 8 მოგება და 1 ფრე გააჩნია. ტურინელებს 25 ქულა, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” კი 18  აქვს.

ნეაპოლელები სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრას ხვალ ჩაატარებენ.

“იუვენტუსი” 1:1 “ჯენოა”
18′ რონალდო (1-0), 67′ ბესა (1-1)

“იუვენტუსი”: შჩესნი, ალექს სანდრო, ბენატია, ბონუჩი, კანსელო, მატუიდი (71’დიბალა), ბენტანკური, პიანიჩი, რონალდო, გუარდადო (59′ დ. კოშტა), მანჯუკიჩი (81′ ბერნარდეჩი)

“ჯენოა”: რადუ, ბირაჩი, რომერო, კრიშიტო, პერეირა (79′ გუნტერი), რომულო, სანდრო, ლაზოვიჩი, ბესა (82′ ჰილიემარკი), პიატეკი, კოუამე (85′ პანდევი)

“რომა” 0:2 “სპალი”
38′ პეტაგნა (0-1), 56′ ბონიფაზი (0-2)
გაძევება: 75′ მილინკოვიჩ-სავიჩი – “სპალი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი