მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებმა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე მოგებები გაასამა

საქართველოს ნაკრებმა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე მოგებები გაასამა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საქართველოში, კერძოდ ზღისპირა ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა გოგონებმა მე-3 ტურში რუმინეთის ნაკრები დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს.

ორთაბრძოლის დასაწყისში შავი ფიგურებით ნანა ძაგნიძემ ირინა ბულმაგას სძლია.  ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები ყაიმით დაასრულეს.

მერი არაბიძემ კი მიჰაელა სანდუს მოუგო.

საქართველოს პირველ ნაკრებს სამიდან 3 მოგება გააჩნა და ტურნირზე სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

ქართველთა მეორე გუნდი ისრაელთან ქულას დასჯერდა.  ან არა და პირველი ორი პარტია ქართველი გოგონების გამარჯვებით დასრულდა.  ნინო ბაციაშვილმა იოულია შვაიგერს სძლია.   ნინო ხომერიკმა კი სავი ფიგურებით მარსელ ერმოინსკისთან გაიმარჯვა.

სამწუხაროდ,  სოფიკო ხუხაშვილმა და მირანდა მიქაძემ ებრაელ გოგონებთან ვერაფეი გააწყვეს და ჩვენმა ნაკრებმა ისრაელთან წარმატება ხელიდან გაუშვა.

საქართველოს მე-2 ნაკრები ევროპირველობაზე ჯერ-ჯერობით  წაუგებლად გამოდის. ქართველთა მონაგარი ამ დროისთვის 2 ფრე და 1 გამარჯვება გახლავთ.

საქართველოს მე-3 ნაკრებმა ხორვატებთან ქულები გაიყო.

ქართველებს ქულა შავი ფიგურებით დიანა ლომაიამ მოუტანა.  მან გადამწყვეტ ბრძოლაში ივონა პურგარი დაამარცხა. მანამდე კი ლილე ქორიძემ ვალენტინა გულუბენკოს მოუგო.   თამარ ესაძემ და ნია დოღვანმა პარტიები დათმეს.

საქართველოს მე-3 ნაკრები ტურნირზე ისევ მოგების გარეშე რჩება. მათ 2 ფრე და ერთი მარცხი გააჩნიათ.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი