მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს პირველი ნაკრები ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას დაუზავდა – მეორე გუნდმა კი კოსოვოს სძლია

საქართველოს პირველი ნაკრები ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას დაუზავდა – მეორე გუნდმა კი კოსოვოს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

საქართველოს ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა.

საქართველოს პირველმა გუნდმა გერმანიასთან ქულები გაიყო.

ჩვენი გუნდის ლიდერი ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით მათიას ბლუებაუმთან ყაიმზე შეთანხმდა.   საქართველოს ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა დანიელ ფრიდმანი დაამარცხა.   ლევან ფანცულაიამ გეორგ მეიერთან ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა.

ლუკა პაიჭაძე კი რასმუს სვეინს დაუზავდა.

განვლილი 3 ტურის შემდეგ საქართველოს პირველ ნაკრებს 1 მოგება და 2 ფრე გააჩნია.

საქართველოს მე-2 ნაკრებმა კოსოვოს სძლია.

ნოე თუთოსანმა, გიორგი სიბაშვილმა და ლუკა ობოლაძემ პარტიები ყაიმით დაასრულეს.  გამარჯვება კი ქართველებს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა მოუტანა.  მან პერპარინ მაკოლის მოუგო.

ჩვენს, მეორე ნაკრებს 1 მოგება, 1 ფრე და  1 მარცხი აქვს.

ხვალ, საქართველოს მეორე ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება.

პირველი ეროვნული გუნდის მეტოქე კი სლოვენია იქნება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი