მთავარი მსოფლიოესპანეთი ესპანეთის ჩემპიონატის დრამატულ მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გიორგი შერმადინის “ტენერიფე” დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის დრამატულ მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გიორგი შერმადინის “ტენერიფე” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გიორგი შერმადინის “ტენერიფე”  და თორნიკე შენგელიას “ბასკონია” დაუპირისპირდნენ.

მასპინძლის რანგში მოასპარეზე “ტენერიფემ”  დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური სხვაობით 78:79 წააგო.

ორივე ქართველი კალათბურთელი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.

გიორგი შერმადინიმა “ტენერიფეს” რიგებში ჯამში 32:16 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რაც მისი გუნდიდან საუკეთესო შედეგი გამოდგა. გიორგი ამ მაჩვენებლით, მხოლოდ “ბასკონიას” კალათბურთელ პიერია ჰენრის ჩამორჩა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 29:52 წუთში თავი 20 ქულას მოუყარა. იგი გუნდს 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემითაც შეეწია.

საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში 3 მოგების წინ, 3 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-7 – მე-8 ადგილებს ინაწილებს.

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” შინ, 11-ქულიანი სხვაობით “ხუვენტუტთან” 68-79 წააგო.

ბურჯანაძემ შეხვედრა ძირიტად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 17:51 წუთი დაჰყო. ქართველმა კალათბურთელმა ჩვეულად ვერ იასპარეზა და მხოლოდ 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
ბექა ბურჯანაძის კლუბი 2 მოგებითა და 4 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 საფეხურს იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი