მთავარი მსოფლიოესპანეთი ლიდერთა ბრძოლა “ბარსელონამ” მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა – ლიონელ მესი დაშავდა

ლიდერთა ბრძოლა “ბარსელონამ” მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა – ლიონელ მესი დაშავდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
535 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურში ჩემპიონატის ლიდერების “ბარსელონასა” და “სევილიას” მატჩი შედგა.

ბარსელონას “ნოუ კამპის”  სტადიონზე გამართული შეხვედრა უხვგოლიანი და საინტერესო აღმოჩნდა. საბოლოოდ კი კატალონიელთა გამარჯვებითი 4:2 დასრულდა.

“ბარსელონამ” ფეხბურთელებმა საწყის 12 წუთში 2 გოლი გაიტანეს.

მე-2 წუთზე ანგარიში არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის პასით ბრაზილიელმა კოუტინიომ გახსნა.

მე-12 წუთზე კი თავად ლიონელ მესიმ იხეირა 2-0.

26-ე წუთზე “ბარსელონასთვის” და მთლიანად მსოფლიოსთვის ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.  არგენტინელმა ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასაყvანი გახდა.  ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს არგენტინელს მკურნალობა და გამოტოვებს თუ არა 28 ოქტომბერს, გასამართ “სუპერ კლასიკოს”. თუმცა ამის დიდი ალბათობა არსებობს.

63-ე  წუთზე “სევილიას” მეკარე ტომას ვაჩლიკმა მასთან პირისპირ დარჩენილი ურუგვაელი ლუის სუარესი წააქცია. მსაჯმა 11-მეტრაინი საჯარიმო დარტყმა უყოყმანოდ დანიშნა.  მეტიც ანდალუსიელთა კარის დარაჯი აშკარად დაინდო. შეხვედრის არბიტრს მისი მოედნიდან გაძევებაც შეეძლო.

პენალტი თავად დაზარალებულმა ლუის სუარესმა ზუსტად შეასრულა 3-0.

მატჩის მიწურულს, ბოლო 11 წუთში კიდევ 3 გოლი გავიდა.

79-ე წუთზე “სევილიამ” ანგარიშის სხვაობა შეამცირა.  პაბლო სარაბიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.  მან საჯარიმოს გარედან ბურთი კატალონიელთა მეკარის ტერ შტეგენის კარის ცხრიანში ჩასვა 3-1.

88-ე წუთზე ხორვატმა ივან რაკიტიჩმა 3-ბურთიანი სტატუსკვო აღადგინა. მან საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ლამაზი გოლი შეაგდო 4-1.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ანდალუსიელმა ფორვარდმა ლუის მურიელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კატალონიურმა გრანდმა 4-2 მოიგო და ლა ლიგას 18 ქულით სათავეში ჩაუდგა.  მე-2 პოზიციაზე “ალავესი” 17 ქულით იმყოფება.

“სევილიას” კი 16 ქულა აქვს დაგროვილი და მე-3 საფეხურს იკავებს.

ლა ლიგა

მე-9 ტური

ბარსელონა. „ნოუ კამპი“

მაყურებელი:  88 712

“ბარსელოანა” 4:2 “სევილია”

2′ კოუტინიო (1:0 ), 12′ მესი (2-0), 63′ სუარესი პენ. (3:0), 79′  სარაბია (3-1),  88′ რაკიტიჩი (4-1),  90+1′ მურიელი (4-2)

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლანგლე, ნელსონ სემედუ, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო, არტური (67′ სერხი რობერტო ), მესი ( 26’დემბელე), სუარესი (81′ მუნირი)
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“სევილია”: ვაჩლიკი, კიაერი (54′ მერკადო), კარისუ, სერხი გომესი, არანა, ნავასი, ბანეგა, ვასკესი (69′ მესა), სარაბია, იედერი, ანდრე სილვა (78’მურიელი)
მთავარი მწვრთნელი:პაბლო მაჩინი

“ვილიარეალი”  1:1 “ატლეტიკო” (მადრიდი)
51′ ფილიპე ლუისი (0-1), 65′ მარიო გასპარი (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი