მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი ჩოგბურთის პრესტიჟულმა ტურნირმა აიღო.

პარიზის მასტერსზე პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იასპარეზა.

სამწუხაროდ, ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში შეჯიბრებას პირველივე ბრძოლის შემდეგ დაემშვიდობა. ან არა და ნიკოლოზს 1/32 ფინალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ლეგენდარულ როჯერ ფედერერთან მოუწევდა შერკინება.

ახლა კი 1/16 ფინალში 38 წლის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს მოლდოველი რადუ ალბოტი დაუპირისპირდება.

ალბოტმა ქართველი ჩოგბურთელი 1 საათსა და 13 წუთში დაამარცხა.

2-სეტიანი შეხვედრა მოლდოველმა 6-3, 6-2 მოიგო.

რადუ ალბოტისა და როჯერ ფედერერის ორთაბრძოლა 30 ოქტომბერს, შედგება.

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პარიზის მასტერსზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ATP-ს
რეიტინგის მე-2 ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალიც იასპარეზებენ.

ჯოკოვიჩი თანანემამულე დუშან ლაიოვიჩისა და ფრანგი რიჩარდ გასკეს ბრძოლას დაელოდება და მათში საუკეთესოს 1/16 ფინალში შეხვდება.

ნადალი კი ტურნირზე პირველ შეხვედრას ნორვეგიელ კასპერ რუდისა და ფრანგ ადრიან მანარინოს წყვილში გამარჯვებულთან ჩაატარებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და რადუ ალბოტი წყვილთა თანრიგში ერთმანეთის მხარდამხარ დადგებიან და პარიზის მასტერსის 1/32 ფინალში ჟერემი შარდისა და ფაბრის მარტინის დუეტს დაუპირიდპირდებიან.

ფრანგულ ტანდემის წინაშე ქართულ-მოლდოვურ წყვილს პაექრობა 29 ოქტომბერს, მოუწევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი