მთავარი მთავარი განახლებული ბანძუკე – კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით, გაგამარუ კი ჯურიის მე-12 რიკიშის სტატუსით წარსდგება

განახლებული ბანძუკე – კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით, გაგამარუ კი ჯურიის მე-12 რიკიშის სტატუსით წარსდგება

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგ-სია გამოაქვეყნა.
ამ რეიტინგის შესაბამისად, რიკიშები მონაწილეობას წლის დასკვნით სუპერტურნირ კიუშუ ბაშოზე მიიღებენ.

ქალაქ ფუკუოკაში გასამართ ტურნირზე მაკუუჩი დივიზიონის ქართველი რიკიში ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში წარსდგება.
ლევან გორგაძეს ოძეკის პრესტიჟული წოდების დაბრუნება ამავე ბაშოზე შეუძლია.
ამიასათვის, საჭიროა ქართველმა რიკიშიმ კიუშუ ბაშოზე მინიმუმ 10 ორთაბრძოლა მოიგოს.

ნოემბრის ბაშოზე იოშუს ანუ ჩემპოონის ტიტულის მოსაპოვებლად ორივე მონღოლი იოკოძუნა ლეგენდარული ჰაკუჰო და კაკურიუ იბრძოლებს.

სუპერტურნირზე სამ ოძეკის გოეიდოს, ტაკაკეიშოს და ტაკაიასუს ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ტაკაიასუ კადობანშია ჩამდგარი და თუ ტურნირზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა ოძეკის წოდებას დაკარგავს.

სუმოს მამებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს. კიუშუ ბაშოზე კომოსუბის რანგში ერთბაშად 4 რიკიში აბი, ენდო, ჰოკოტოფუჯი და ასანოიამა გამოვლენ.

იმპერატორის თასის მოქმედი მფლობელი ასანოიამა კომოსუბის წოდებით ბაშოზე პირველად დადგება.

რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში ორი საფეხურით დაქვეითდა ქართველი გოლიათი გაგამარუ.
თეიმურაზ ჯუღელი კიუშუ ბაშოზე მე-12 ნომერი იქნება.
საქმეს ისიც ართულებს, რომ თუ გაგამარუმ ნოემბრის ტურნირზე 7 შეხვედრა ვერ მოიგო, ჯურიოს დივიზიონსაც დაემშვიდობება და მაკუშიტაში აღმოჩნდება.

კიუშუ ბაშო სტარტს 10 ნოემბერს აიღებს და ტრადიციულად, 15 დღე გასტანს.

ტურნირის ორთაბრძოლების ხილვა პირდაპირ ეთერში ,,სუმოს ქართველი ქომაგების” ფეუსბუკის გვერდზეა შესაძლებელი.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი