მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო – ქართველის ძალოსნები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში მედლებით დახუნძლული დაბრუნდნენ

6 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო – ქართველის ძალოსნები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში მედლებით დახუნძლული დაბრუნდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
89 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა და ახალგაზრდულ ძალოსნობის ჩემპიონატზე ქართველებმა დიდებულად იასპარეზეს და სამსობლოში 18 მედალი ჩამოიტანეს.

6 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო – ასეთია, ქართველთა ევროპირველობის მონაგარი.

18-დან 17 მედალი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების ძალოსნებმა მოიპოვეს.  ერთი მედალი კი ახალგაზრდული ნაკრების წევრმა აიღო.

ყველაზე დიდ წარმატებას კონტინენტის პიორველობაზე ანტონ პლესნოიმ მიაღწია.  მან 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა და 4 ევროპის რეკორდი დაამყარა.

ბუქარესტში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით გოდერძი ბერდელიძე გამოირჩა.

რუმინეთის ფიცარნაგზე ოქრო მედალი, ასევე რევაზ დავითაძემ დაიმსახურა.  მან ტურნირიდან ყველა სინჯის მედალი წამოიღო.

ქართველი გულშემატკივარი 3-3 მედლით გიორგი დოკვაძემ და გოგა ჩხეიძემ გაახარეს.   დოკვაძემ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო ჩხეიძემ კი 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი ირგუნა. 

ორი ბრინჯაოს მედალი მძიმეწოსოსანმა გიორგი ჩხეიძემ აიღო.

ახალგაზრდული გუნდიდან კი ერთი ბრინჯაოს მედალი არჩილ მალაყმაძემ მოიპოვა.

საქართველოს ორივე ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა.

გაეცანით ქართველ ჩემპიონ-პრიზიორებს:
გოდერძი ბერდელიძე – 2 ოქრო, 1 ვერცხლი (U 23)
გიორგი დოკვაძე – 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (U 23)
გოგა ჩხეიძე –  1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (U 23)
რეზი დავითაძე 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (U 23)
ანტონ პლესნოი 3 ოქრო (U 23)
გიორგი ჩხეიძე 2 ბრინჯაო (U 23)
არჩილ მალაყმაძე – 1 ბრინჯაო (ახალგაზრდული)

წარმატებული ქართველი ძალოსნები სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ. მათ  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები, ძალოსნები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი