მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონია გაანადგურა

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონია გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის გუნდურ ჩემპიონატზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან იოლი გამარჯვება იზეიმა.

ჩვენებურებმა მეტოქეს 4:0 სძლიეს.

ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ გამარჯვებები შავი ფიგურებით მოიპოვეს.    ივან ჩეპერინოვმა და გიგა ყუფარაძემ კი წარმატებას თეთრი ფიგურებით მიაღწიეს.

საქართველოს პირველ ნაკრებს 5 თამაშის შემდეგ 2 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს მეორე ნაკრებმა ჩეხეთთან 1:3 წააგო.

ჩვენი გუნდიდან  პარტიები ყაიმით ნიკოლოზ პეტრიაშვილმა და ლუკა ობოლაძემ დაასრულეს.  ნოე თუთოსანმა და ნიკოლოზ კაჭარავამ ორთაბრძოლები დასთმეს.

საქართველოს მე-2 ნაკრები 1 მოგებით, 2 ფრით და 2 მარცხით 25-ე პოზიციას იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი