მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე სომხეთს სძლია

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე სომხეთს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
83 ნახვა

საქართველოს ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ქალთა პირველმა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ქართველებმა სომხეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 2.5:1.5 დაამარცხა.

საქართველოსა და სომეხ ქალბატონების დაპირისპირება ნანა ძაგნიძისა და ლილიტ მკრტჩიანის პარტიით დაიწყო.  ნაკრების ლიდერები ყაიმზე შეთანხმდნენ.

ლელა ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით ელინა დანიელიანი დაამარცხა.   ბელა ხოტენაშვილმა მარია გეორგიანს სძლია.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც სომხეთის ნაკრების მოჭადრაკესთან წააგო, სალომე მელია იყო.  მელიამ ორთაბრძოლა ანა სარგსიანთან დასთმო.

საქართველოს პირველი ნაკრები 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს მე-2 ნაკრებმა ესპანეთის გუნდთან  2.5:1.5 გაიმარჯვა.

ნინო ბაციაშვილი საბრინა ვეგა გუტიერესთან დაზავდა.   ნინო ხომერიკმა მარტა გარსიასთან ვერაფერი გააწყო.  სამაგიეროდ, პარტიები წარმატებით სოფიკო ხუხაშვილმა და სოფიო გვეტაძემ დაასრულეს.

ხუხაშვილმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე წარმოშბით ქართველი მოჭადრაკე ანა მათნაძე დაამარცხა.  გვეტაძემ კი მონიკა გალზეტას მოუგო.

საქართველოს მე-2 ნაკრები 3 მოგებით, 1 ფრითა და 1 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.

საქართველოს მე-3 ნაკრებმა დაპირისპირება  საბერძნეთთან 1.5:25 დასთმო.

ლილე ქორიძემ,  ნია დოღვანმა და დიანა ლომიამ პარტიები ყაიმით დაასრულეს.   ეკატერინე ფიფიამ კი ანასტასია ამრავიდოსთან წააგო.

საქართველოს მე-3 ნაკრები 4 ქულით 21-ე საფეხურზეა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი