მთავარი მთავარი როჯერ ფედერერმა პარიზის მასტერსზე თამაში გადაიფიქრა

როჯერ ფედერერმა პარიზის მასტერსზე თამაში გადაიფიქრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი პარიზის მასტერსზე არ იასპარეზებს.

38 წლის სპორტსმენმა
წილისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ბოლო მომენტში ტურნირზე გამოსვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციიას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როჯერ ფედერერი შეჯიბრების მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველ მოლდოველ რადუ ალბოტს უნდა შეხვედროდა.
ფედერერის უარის შემდეგ კი ალბოტი 1/8 ფინალში უბრძოლველად გავიდა.

კვირას, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა მშობლიური ბაზელის ტურნირი მეათედ მოიგო.
ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა გადამწყვეტ ბრძოლაში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს იოლად 2-სეტში 6-2, 6-2 მოუგო.
ბაზელის ტურნირის დასრულებისთანავე ფედერერმა განაცხადა, რომ პარიზში თამაშის გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღიაო.

ასე თუ ისეა პარიზის მასტერსს ერთი სუპერვარსკვლავი გამოაკლდა.

სამაგიეროდ, საჩემპიონო მარათონში დღეიდან, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი ჩაებმევიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი