მთავარი მსოფლიოინგლისი მსოფლიოს თასის ფინალის მსაჯი ფრანგი ჟერომ გარსე იქნება

მსოფლიოს თასის ფინალის მსაჯი ფრანგი ჟერომ გარსე იქნება

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა.

ტურნირზე 1 ნოემბერს, ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრებს შორის მე-3 ადგილოსანის ვინაობა გაირკვევა.

2 ნოემბერს, კი გადამწყვეტი დაპირისპირება შედგება.

ფინალში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ინგლისი და სამხრეთ აფრიკა შეებმებიან.

შეჯიბრების ორგანიზატორებმა, მსოფლიოს რაგბის კავშირთა ერთად იმ მსაჯთა ვინაობა დაასახელეს, ვინც ამ შეხვდრებს გაუძღვება.

მსოფლიოს თასის ფინალის განსჯა ფრანგ ჟერომი გარსეს მიანდეს.
გარსეს კიდეებზე თანამემამულე რომან პუატი და ახალი ზელანდიელი ბენ ო’კიფი დაეხმარებიან.
ვიდეორეფერი კი ახალი ზელანდიელი ბენ სკინი იქნება.

მსოფლიოს თასის ისტორიაში ფინალის მსაჯობა ეროვნებით ფრანგ არბიტრს პირველად ანდეს.

ინგლისელი უეინ ბარნსი გაუძღვება მე-3 ადგილისთვის შეხვედრას. მას ასისტენტობას სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პასკალ გუზე დაეხმარებიან.
ბრინჯაოს მატჩში ვიდეორეფერის სტატუსით მარიუს იონკერი იქნება წარმოდგენილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი