მთავარი მთავარი “პსჟ” გამანადგურებელი! – პარიზელებმა “ამიენიც” დაიბრიყვეს

“პსჟ” გამანადგურებელი! – პარიზელებმა “ამიენიც” დაიბრიყვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
416 ნახვა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში პარიზში “პარკ დე ფრენსის” სტადიონზე “პსჟ”-მ მორიგი მატჩი მოიგო.

დედაქალაქელებმა “ამიენი” 5-0 გაანადგურეს.

“პსჟ”-მ სწრაფი გოლი გაიტანა.

არგენტინელი ანხელ დი მარიას საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ბრაზილიელმა მცველმა მარკინოსმა იხეირა 1-0.

42-ე წუთზე ანხელ დი მარიამ მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა. ამჯერად მას გარჯა ანდრიე რაბიომ დაუფასა 2-0.

დანარჩენი 3 გოლი “პსჟ”-მ ბოლო 10 წუთში გაიტანა.

მე-80 წუთზე გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა პარიზელები წინ 3-ბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

მატჩს საფრანგეთის ჩემპიონატის
გოლეადორის კილიან მბაპეს გოლის გარეშე არ ჩაუვლია. მსოფლიოს ჩემპიონმა თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა 4-0.

“ამიენის” განადურებას წერტილი 87-ე წუთზე მუსა დიაბიმ დაუსვა.

“პსჟ”-ს საფრანგეთის ლიგა 1-ში ათიდან ათი მოგება აქვს და 30 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. პარიზელებს 37 გოლი აწვთ გატანილი და მხოლოდ 6 გაშვებული.

მე-2 პოზიციაზე მყოფ “ლილს” 22 ქულა გააჩნია.

“პსჟ” 5:0 “ამიენი”
12′ მარკინოსი (1-0), 42′ რაბიო (2-0), 80′ დრაქსლერი (3-0), 82′ მბაპე (4-0), 87′ დიაბი (5-0)

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

“კაენი” 0:0 “გინგამი”
“დიჟონი” 1:2 “ლილი”
“ნანტი” 4:0 “ტულუზა”
“რეიმსი” 1:1 “ანჟე”
“სტრასბურგი” 2:1 “მონაკო”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი