მთავარი მთავარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე კიკი ბერტენსმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი დაამარცხა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე კიკი ბერტენსმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა.

გადამწყვეტი შეჯიბრება ტრავმის გამო მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ დატოვა.  ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ტურნირზე ჰოლანდიელმა კიკი ბერტენმა ჩაანაცვლა.

დღეს,  ბენელუქსელმა  ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ავსტრალიელი ეშლი ბარტი დაამარცხა.

ბერტენსისა და ბარტის დაპირისპირებამ 2 საათი და 11 წუთი გასტანა.   ჰოლანდიელმა 3-სეტში 3-6, 6-3, 6-4 გაიმარჯვა.

ამავე ჯგუფში ერთმანეთს WTA-ს რეიტინგის მე-6  ჩოგანი ჩეხი პეტრა კვიტოვა და ამავე რეიტინგში მე-7  პოზიციაზე მყოფი  შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი შეებრძოლენ.

წარმატებას 3-სეტიან ორთაბრძოლაში ბელინდა ბენჩიჩმა მიაღწია.  ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა  კვიტოვას 6-3, 1-6, 6-4 სძლია.

2 ტურის შემდეგ პეტრა კვიტოვა უქულოდ ბოლო ადგილს იკავებს.  1-1 ქულა კი დანარჩენ ჩოგბურთელებს გააჩნიათ.

  1. კიკი ბერტენსი  1  1  0 2:1 1
  2. ეშლი ბარტი  2  1 1 3:3  1
  3. ბელინდა ბენჩიჩი   2  1 1 3:3  1
  4. პეტრა კვიტოვა 2 0 2  2:4  0

ჯგუფი ბოლო ტური
31 ოქტომბერი
ეშლი ბარტი : პეტრა კვიტოვა
კიკი ბერტენსი : ბელინდა ბენჩიჩი

ჯგუფიდან 1/2 ფინალში ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2 ჩოგბურთელი გააგრძელებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი