მთავარი მთავარი 10 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – ქართველი მკლავჭიდელების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

10 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – ქართველი მკლავჭიდელების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
1187 ნახვა

რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მკლავჭიდის  მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა შესანიშნავად იასპარეზეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ჯამში 19 მედალი დაისაკუთრეს.

10 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო ასეთია ქართველების მონაგარი პლანეტის პირველობაზე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 10-დან 5 ოქროს მედალი 18-წლამდელებმა მოიპივეს.

მსოფლიოს ჩემპიონები ოთარ საგინაშვილი (80 კგ),
გოგიტა აბალიშვილი (75 კგ),
გიორგი დიღმელაშვილი (70 კგ),
ბაჩუკი საგინაშვილი (+70 კგ) და
საბა ლატარია (60კგ)  გახდნენ.

18-წლამდელთა ნაკრებმა ასევე 2
ვერცხლის მედალი მიითვალა.  ვიცეჩემპიონის წოდება  საბა ძულიაშვილმა  (+70კგ) და
საბა დანელიამ (55კგ) დაიმსახურეს.

+70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სულაც ბაჩუკი საგინაშვილსა და საბა ძულიაშვილს შორის ქართული ფინალი შედგა.

ტურნირზე დიდებული გამოსვლით  საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმაც გაგვახარა. მათ 3 ოქროსა და 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს  მედალი აიღეს.

ჩემპიონისთვის განკუთნილი  ოქროს მედალი ვახტანგ ლაბაძემ (80 კგ),
გიორგი მელიქიშვილმა (85 კგ) და
ვასო იმერლიშვილმა (90) ირგუნეს. ვერცხლის მედლის მფლობელები კი  ლევან საკაშვილი (65კგ),
გიორგი ამბროლაძე (75კგ),
ოთარ მამუჩარაშვილი (85 კგ) და
ნუგზარ ჭიკაძე (90) გახდნენ.

ქართული ფინალი ახალგაზრდა მკლავჭიდელთა შორისაც გაიმართა.  85 კილოგრამში გიორგი მელიქიშვილმა ოთარ მამუჩარაშვილს მოუგო.

ბრინჯაოს მედალს კი ინჩქიტი (70 კგ) შეწვდა.

დიდებში ქართველებმა სამივე სინჯის მედალი აიღეს.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გიორგი ამბროლაძემ მოიპოვა. ვიცეჩემპიონი ქართველი გოგონა მარიამ ნოდია გახდა. ბრინჯაოს მედალს კი შალვა ზურაბაშვილი დასჯერდა.

ერთი ოქროს მედლით 15-წლამდელმა მკლავჭიდელმა სანდრო ჯანგებაშვილმა (70 კგ) გაგვახარა.

დღეს, რუმინეთში  მსოფლიოს პირველობა გაგრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი