მთავარი მსოფლიოესპანეთი “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” დაიბრიყვა და ლა ლიგის ლიდერი გახდა

“ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” დაიბრიყვა და ლა ლიგის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის სასტარტო შეხვედრაში კატალონიის უმშვენიერეს “ნოუ კამპის” სტადიონზე “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” გაანადგურა.

მსოფლიოს ფეხბუთის გრანდმა მეტოქეს 4-ბურთიანი სხვაობით 5:1 სძლია.

მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს.   “ვალიადოლიდის” საჯარიმოში შექმნილი არეულობით კლემენ ლენგლესმ იხეირა.

მე-15 წუთზე წონასწორობა აღდგა.  გაშვებულ გოლში დამნაშავე გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახლავთ. მან საჯარიმიშუ ჩაწოდებული ბურთი უხეიროდ მოიგერია და კიკოს გოლი გაატანინა 1-1.

29-ე წუთიდან საქმეში არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი ჩაერთო.  სამხრეთ ამერიკელის პასით ჩილელმა არტურო ვიდალმა კატალონიელები წინ გაიყვანა 2-1.

34-ე წუთზე მესიმ ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა 3:1.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა.  მატჩის მიმდინარეობას “ბარსელონა’ აკონტროლებდა.

კატალონიელებმა მოწინააღმდეგეს კიდევ 2 გოლი გაუტანეს.

75-ე  წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა.  არგენტინელს საგოლე გადაცემა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა გაუკეთა 4:1.

77-ე წუთზე ლიონელ მესიმ დუბლი საგოლე პასებშიც შეასრულე. მისი გამოზომილი პასით ურიგვაელი ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა 5:1.

საბოლოოდ, “ბარსელონამ” 5:1 გაიმარჯვა და 22 ქულით ესპანეთის პრიმერა დივიზიონს სათავეში ჩაუდგა.

“ბარსელონა” 5:1 “ვალიადოლიდი”
2′ ლენგლე (1-0), 15′ კიკო (1-1), 29′ ვიდალი (2-1), 34′ 75′ მესი (3-1, 4-1), 77′ სუარესი (5-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი