მთავარი მსოფლიოესპანეთი სამწუხარო ამბავი კატალონიიდან: ლიონელ მესის დიაგნოზი ცნობილია – არგენტინელი სუპერვარსკლავი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

სამწუხარო ამბავი კატალონიიდან: ლიონელ მესის დიაგნოზი ცნობილია – არგენტინელი სუპერვარსკლავი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
698 ნახვა

“ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მესის მარჯვენა ხელის ძვლის მოტეხილობა აქვს. მისი მკურნალობის პროცესი კი მინიმუმ სამი კვირა გაგრძელდება.

აქედან გამომდინარე ლიონელ მესის მონაწილეობა “სუპერ კლასიკოში” გამოირიცხა.

“ბარსელონა” და “რეალი” კატალონიაში “ნოუ კამპის” სტადიონზე ერთმანეთს 28 ოქტომბერს, დაუპირისპირდებიან.

“სამეფო გუნდთან” შეხვედრის გარდა ლიონელ მესი “ბარსელონას” ვერც ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერთან” და ვერც პრიმერა დივიზიონის მატჩებში “რაიო ვალეკანოსა” და “ბეტისთან” ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი “ელ კლასიკო” 2009 წლის შემდეგ პირველი “კლასიკო” იქნება, რომელიც  კრისტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გარეშე ჩაივლის.

ლიონელ მესიმ ტრავმა “სევილიის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 36-ე წუთზე მიიღო. არგენტინელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დაზიანებამდე არგენტინელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოასწრო.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი